ბოლო 2 დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უმაღლესი და სასკოლო განათლების რეფორმის კონცეფციები დაამტკიცა.
ამ რეფორმების წყალობით საზოგადოებას განათლების სისტემაში საკმაოდ ბევრ ცვლილებასთან მოუწევს შეგუება.
დავინტერესდით, თავად მშობლები და მასწავლებლები რას ფიქრობენ ამ ცვლილებებზე, რა მოსწონთ და რა შეხედულებები აქვთ თავად. წარმოგიდგენთ მათ მოსაზრებებს, რომლებიც სოაციალურ ქსელებში გამოხატეს.
"ვისი ბრალია, 13 წელი თქვენ მართავდით ქვეყანას ყოველ წელს სულ უარესი სახელმძღვანელო იბეჭდებოდა. ახლა გამოიღვიძეთ? იმ 13 წელზე ვინ აგებს პასუხს?"
"პატრიოტული სულისკვეთება ჯერ თქვენში აღმოაჩინეთ და მერე მომავალ თაობას გადაულოცეთ. ილია და აკაკი ვერ გაგირჩევიათ. ქართულ ლიტერატურის სახელმძღვანელოებიდან ამოღებულია ყველაფერი, რაც უნდა იცოდეს ქართველმა, ვისი ნაწარმოებებიც უნდა ისწავლოს და ისეთი აუზრო მოთხრობები გაქვთ ჩართული და ისე უაზროდ ნათარგმნი, ტირილი მოგინდება. და თქვენ ქადაგებთ კიდევ ეროვნულ სულისკვეთებაზე?'
"ამდენი არაბი, თურქი, ინდოელი და სხვა რჯულის შემოუშვით, ბინები და მიწები მიჰყიდეთ, მოქალაქეობა თან ჩაუდეთ ჯიბეში, რომ ხმები დაიგროვოთ არჩევნებზე, ავლენ მალე მილიონზე უცხოტომელები, რომ მუდამ იყოთ პარლამანტში... ესაა თქვენი პატრიოტიზმი".
"საჯარო სკოლებში ატარეთ თქვენი შვილებიც გამოიჩინეთ პატრიოტული სულისკვეთება".
"ბავშვი მეუბნება, სკოლაში საპირფარეშოს კარი არ აქვს და არ უნდა იქ შესვლა, წარმოიდგინეთ, ხალხო. რა დროს ფორმებია? იქნება ეს მოგეგვარებინათ და წყალი რომ იყოს ჩასარეცხი და ხელის დასაბანი ელემენტარული."
"ფორმა იქნება ძალიან კარგი. ბავშვები დეკოლტეებით და მინი ქვედაბოლოებით არ უნდა დადიოდნენ სკოლაში".
"ფორმებზე უფრო დიდი პრობლემებია სკოლებში და მიაქციეთ ყურადღება. პირველ რიგში სასწრაფოდ გაარემონტეთ სკოლები. წლობით რომ ჭიანურდება და სამ ცვლაში არიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები შეხიზნულები სხვა სკოლებში. მაგალითად ავლაბარში 89-ე საჯარო სკოლა წლებია რემონტშია. მისახედია სახელმძღვანელოები. სკოლის კვების ობიექტები და კიდევ ბევრი რამ."
"მე-6 კლასამდე ისედაც არ დადიან შეუფერებლად.მთავარი მაღალი კლასებია და იქ არაფერი შეცვლილა".
"კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა უნდა შემცირდეს, რაც არანაკლები პრობლემაა".
"ფორმის ჩაცმის ვალდებულება უსამართლობა და ძალადობაა! მითუმეტეს დაბალ კლასებში. თუმცა უზნეოდ ჩაცმას, სამკაულებს, შილაკებს და მაკიაჟებს თუ აკრძალავენ, მივესალმები".
"ძირითადად მსჯელობთ ფორმასთან დაკავშირებით, რაც განათლების სფეროში მეასეხარისხოვანია. ეს უკვე მეტყველებს ძირითადი, ფუნდამენტური პრობლემების უმნიშვნელო საკითხებით ჩანაცვლებაზე".
"ამ სიგიჟეების შემყურე ისე დაგვებნა გზა-კვალი რომ უკვე მთავარი შეკითხვები გვრჩება განზე. ამ კითხვას არ უნდა სვამდეთ, იმ პირობებში რომ განათლების სისტემის რღვევა მიმდინარეობას. არადა, სინამდვილეში ჩვენ, მშობლებს ის გვაინტერესებს
1) რატომ არ დაჰყავთ მაღალჩინოსნებს თავისი შვილები საჯარო სკოლებში?
2) როგორ შეიძლება, 13 წელი ხელისუფლებაში იყო და სკოლებში ტუალეტების მოწესრიგებას ვერ დაადგა საშველი?
3) როგორ შეიძლება, 13 წელი ხელისუფლებაში იყო და სკოლებში დამლაგებლებს ვერ შოულობდე?
3) რატომ ხდება, რომ ჩვენი შვილები საექსპერიმენტო ვირთხებად გადაიქცნენ ყოველი ახალი მინისტრის ხელში? ბოლო 13 წელიწადში უკვე 8-ჯერ გამოცვალა ამ მთავრობამ მინისტრი
4) რა ზომები მიიღო ამ მთავრობამ, რომ ჩვენს შვილებს წაკითხულის გააზრებაში და მეცნიერებებში გაუუმჯობესდეთ მოსწრება სხვა ქვეყნების ბავშვებთან შედარებით
5) რა ზომები მიიღო სამინისტრომ ბოლო წლებში, რომ მასწავლებლების მეთოდოლოგია გაუმჯობესდეს და კლასის მართვის ერთადერთი საშუალება წივილ-კივილი არ იყოს?
6) რა ზომები მიიღო სამინისტრომ, რომ მასწავლებლები იყვნენ არა პოლიტიკური დეკორაციები, არამედ ჰქონდეთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება?
7) როდის იქნება სკოლაში კვება? მინიმუმ წასახემსებელი მაინც?
8) როდის იქნება, რომ სკოლაში აქტიური ბავშვი და მშობელი ინტრიგნებად არ მოიხაზონ სკოლის ადმინისტრაციის მიერ?
9) როდის იქნება სკოლებში პედაგოგებმა, სოცალურმა მუშაკებმა, მანდატურებმა, სკოლის ადმინისტრაციამ შეთანხმებულად და კოორდინირებულად იმუშაონ სკოლებში ჩაგვრისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად?
10) როდის იქნება სკოლებში ბავშვებს ასწავლონ დებატების, დემოკრატიის და პრობლემების არაძალადობრივი გზებით გადაჭრის კულტურა
11) როდის იქნება, რომ ისეთი განათლების ხარისხი, რომ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად წინაპრების ქონების გაყიდვა და ბანკის ვალების აღება არ დაგვჭირდეს ოჯახებს?
12) როდის იქნება სკოლებში საკმარისი ფსიქოლოგები ბავშვებისთვისაც და პედაგოგებისთვისაც?
13) როდის იქნება სკოლებში წიგნები ადამიანურ ენაზე დაწერილი?
14) როდის გვაჩვენებს სტატისტიკას განათლების სამინისტრო თუ როგორია სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოსწრება და უმაღლესში ჩაბარების მაჩვენებელი?
რამდენი ჩამოვთვალო.....? დაამატეთ
სკოლაში რატომ ვერ აძლევთ ისეთი დონის განათლებას,რომ რეპეტოტორი არ იყოს საჭირო...ამას მიხედეთ!!!"