"ქუ­ჩა­ში შემ­თხვე­ვით მან­ქა­ნა და­მე­ჯა­ხა. ისე დამაზარალა, ნახევარი წელიწადი ეტლში ვიჯექი... მე და ილიკო რომ ვცეკ­ვავ­დით, არა­ნა­ი­რი პრი­ვი­ლე­გია არ გვქო­ნია - ბოლო ხაზ­ში ვი­დე­ქით.... ჩვენ­თან ლან­გარ­ზე მორ­თმე­უ­ლი არა­ფე­რი მო­სუ­ლა. ბევ­რი შრო­მა დაგ­ვჭირ­და" - ნინო სუხიშვილი - მშობლები

"ქუ­ჩა­ში შემ­თხვე­ვით მან­ქა­ნა და­მე­ჯა­ხა. ისე დამაზარალა, ნახევარი წელიწადი ეტლში ვიჯექი... მე და ილიკო რომ ვცეკ­ვავ­დით, არა­ნა­ი­რი პრი­ვი­ლე­გია არ გვქო­ნია - ბოლო ხაზ­ში ვი­დე­ქით.... ჩვენ­თან ლან­გარ­ზე მორ­თმე­უ­ლი არა­ფე­რი მო­სუ­ლა. ბევ­რი შრო­მა დაგ­ვჭირ­და" - ნინო სუხიშვილი

2025-12-03 17:16:51+04:00

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილებით“ აკადემიური დასის მთავარი პროდიუსერი და გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი.მან ჩვენი მკითხველების გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას სტატიის ბოლოს ნახავთ.

თეა:

- როგორ ასწრებთ ამდენ საქმეს და ასე მაღალ დონეზე როგორ ასრულებთ ყველაფერს?

- არ ვიცი, ზოგჯერ 24 საათი არ მყოფნის, იმდენად დატვირთული გრაფიკი გვაქვს, როგორც საგასტროლო, ასევე აქაური საქმეები... ანსამბლი ვართ და სულ არის რაღაც შეკვეთა, ამასთანავე, ჩვენს ცეკვის აკადემიაში უამრავი ბავშვი ეუფლება ქართულ ცეკვას. ამ საქმეებში დღე ისე გადის, ნამდვილად ვერ ვგრძნობ.

დეა:

- როგორი იყო და-ძმა ნინო და ილიკო სუხიშვილები ბავშვობა... როგორი ბავშვები იყავით?

- მგონი, ჩვეულებრივი ბავშვები ვიყავით, როგორც ყველა, არაფრით განვსხვავდებოდით სხვა ბავშვებისგან. გარდა იმისა, რომ ჩვენი მშობლები გასტროლებზე ყოფნისას აქ არ იყვნენ აქ. მათი ჩვენთან ყოფნის დანაკლისი იმ პერიოდში გვქონდა და ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ის ბავშვები, რომლებიც სცენის მტვერში, სარეპეტიციო დარბაზებსა და კონცერტების დროს, კულისებში გავიზარდეთ. როცა არ გვყავდა დამტოვებელი, სულ მშობლებს ვახლდით. რომ გავიზარდე, არ მქონდა სურვილი, მათ გარეშე სადმე წავსულიყავი, სულ მათთან ერთად ყოფნა მინდოდა.

უცნობი:

- რა მიგაჩნიათ თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ ეპიზოდად და როგორ დაძლიეთ?

- რთული ეპიზოდები ყველას ჰქონია და მეც მქონდა. ერთს გავიხსენებ და გამოვყოფ, ძალიან მძიმე წელიწადი იყო 2001 წელი - ქუჩაში შემთხვევით მანქანა დამეჯახა. ისე დამაზარალა, რომ ნახევარი წელიწადი ეტლში ვიჯექი და მერე თითქმის 8 თვე ყავარჯნებზე. მაგრამ არცერთი დღე არ ყოფილა, რომ გამეცდინა და არ ვყოფილიყავი რეპეტიციაზე. ასე რომ, დაზარალებულ მდგომარეობაშიც ვმუშაობდი. სანამ ფეხზე დავდექი, მძიმე ეტაპები გავიარე.

უცნობი:

- ესტაფეტა, რომელიც წინაპრებისგან მიიღეთ, წარმატებით გააგრძელეთ. ეს რის ხარჯზე მოხდა?

- ეს ესტაფეტა წინაპრებისგან პირდაპირ არ მიგვიღია, ჩვენთან ლანგარზე მორთმეული არაფერი მოსულა. ბევრი შრომა დაგვჭირდა წინაპრებისთვის, მშობლებისთვის დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და შეგვიძლია ცოტა სხვაზე უკეთ.

როცა ანსამბლში ვცეკვავდით, არანაირი პრივილეგია არ გვქონია - ბოლო ხაზში ვიდექით. ყოველგვარი პრივილეგიის გარეშე, ჩვენი შრომით, ძალისხმევით ბევრი რამ შევძელით. ილიკომ პირველი ცეკვა ("ზეკარი“) რომ დადგა, სანამ მათ არ შეგვიფასეს (ქალბატონი ნინო რამიშვილი მოესწრო ამას და მისი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის), სანამ პირველი პროექტი როგორც პროდიუსერმა არ გავაკეთე (ანსამბლი საზღვარგარეთ გაყვანა), სანამ არ შევქმენი პირველი კოსტიუმი, რომელიც ანსამბლმა ჩაიცვა, ამ კუთხით წინსვლა არ გვქონია.

პირველ რიგში, ყველაფერი მოწონებული იყო ჯერ ჩვენი მშობლების მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცეს უფლება, ეს გზა გაგვეგრძელებინა - მწვანე შუქი მერე აგვინთეს. ესტაფეტა სერიოზული რამ არის, როცა მესამე თაობა ხარ და დიდი წინაპრების საქმეს აგრძელებ. ბებიაჩემი, ნინო რამიშვილი ხშირად ამბობდა, - "მწვერვალზე ასვლა ისეთი ძნელი არ არის, როგორც მწვერვალზე დარჩენა“... გავიარეთ ეს გზა, ვეცადეთ, არ დაგვეგდო ის დონე, ხარისხი, რომელიც ანსამბლს ჰქონდა უკვე მიღწეული და პირიქით, კიდევ მაღლა აგვეყვანა. მგონი, შევძელით. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო