"ტვ პირველი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა, ამავე სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
არხის ინფორმაციით, შემთხვევა სკოლის დამხმარე ნაგებობაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა.
"ანონიმური წყაროს ცნობით, მე-10 კლასელი ბიჭები მე-9 კლასელ ბიჭს წარსულშიც აბულინგებდნენ" - ნათქვამია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.