"უნივერსიტეტებში აღარ იქნება საგრანტო დაფინანსება... ფაქტობრივად, უფასო ხდება სწავლა მათთვის, ვინ  ჩააბარებს" - მინისტრი დაფინანსების ახალ მოდელსა და ვადებზე - მშობლები

"უნივერსიტეტებში აღარ იქნება საგრანტო დაფინანსება... ფაქტობრივად, უფასო ხდება სწავლა მათთვის, ვინ  ჩააბარებს" - მინისტრი დაფინანსების ახალ მოდელსა და ვადებზე

2025-12-04 00:39:08+04:00

სასკოლო და უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებულ ცვლილებებს საზოგადოება კვლავაც აქტიურად განიხილავს და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კუთხვა აქვს ამ პროცესთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ კითხვებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემრუსთავი ორის ეთერში უპასუხა.

მინისტრი ბევრ საკითხს შეეხო და მათ შორის სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელსაც. მისი თქმით, მათთვის, ვინც დღეის მდგომარეობით უკვე ჩარიცხულია სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტში, დაფინანსების კუთხით არაფერი შეიცვლება და ყველა სტუდენტი დაასრულებს უნივერსიტეტს იგივე დაფინანსების მოდელით, რომლითაც ახლა სარგებლობს.

მომვალი სასწავლო წლიდან კი ახალჩარიცხული სტუდენტებისთვის საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება.

„აღარ იქნება ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება, როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც... ფაქტობრივად, უფასო ხდება სწავლა მათთვის, ვინც ჩააბარებს. მოცემულობა არის ასეთი: სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც ხელფასების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან.... ეს ცვლილება უკვე შემდეგი სასწავლო წლიდან შევა ძალაში - საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა, ეს იქნება პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, მათთან მიმართებაში იქნება თანხები უნივერსიტეტებისთვის გადახდილი. ან თუ რაღაც კონკრეტულ მიმართულებებზე დამატებითი საჭიროება წარმოიშობა, კერძოებთან მიმართებაშიც. ეს იქნება გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ორიენტირებას, რადგან რეფორმა ძირითადად, სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაამთავრებენ სკოლას და გაორმაგებული კონკურენციით იბრძოლებენ მისაღებ გამოცდებზე.დაამატებს თუ არა სამინისტრო ადგილებს ამ გამონაკლისი შემთხვევისთვის? - მინისტრის პასუხი