"ფორმა ბავშვს მშობელმა უნდა შეუკეროს, ისევე, როგორც მშობელი ყიდულობს ტანსაცმელს. დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მეტს ყიდულობს წლის განმავლობაში, ვიდრე ფორმის კომპონენტში დასჭირდება" - გივი მიქანაძე - მშობლები

"ფორმა ბავშვს მშობელმა უნდა შეუკეროს, ისევე, როგორც მშობელი ყიდულობს ტანსაცმელს. დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მეტს ყიდულობს წლის განმავლობაში, ვიდრე ფორმის კომპონენტში დასჭირდება" - გივი მიქანაძე

2025-12-04 09:05:18+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, გადაცემაში "ღამის კურიერი" საგანმანათლებლო სივრცეში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საჯარო სკოლებში, პირველიდან მე-6 კლასამდე ფორმების ტარება უკვე მომდევნო სასწავლი წლიდან იქნება სავალდებულო:

- ფორმების საკითხი, სავალდებულო კონტექსტში, მხოლოდ საჯარო სკოლებს, დაწყებით საფეხურზე შეეხება. კერძო სკოლებს არ შეეხება, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ყველა კერძო სკოლას თავისი ფორმა აქვს. ამიტომ, ეს საკითხი ამ რეგულაციის მიღმა იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლის ბმა სკოლასთან და მისი სასკოლო გარემოსთან ასოცირება უფრო გავაძლიეროთ. თანასწორობის პრინციპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმა არსებობდეს. ამასთანავე, ესთეტიკური თვალსაზრისითაც, საკმაოდ ლამაზია, როდესაც ერთნაირ ფორმაში ჩაცმულ ბავშვებს ვხედავთ. ბავშვები ისედაც ძალიან საყვარლები არიან. მით უმეტეს, ერთიანი ხედვით, ესთეტიკური კომპონენტიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი პოზიტივი მოდის.

ფორმა შემდეგი სასწავლო წლიდან შემოვა. 2026-2027 სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში სავალდებულო იქნება. დღეს ყველა სკოლას უფლება აქვს, რომ ფორმა შემოიტანოს, მაგრამ ასეთი ერთეულებია. ამიტომ, ჩვენ სავალდებულო კომპონენტზე გადავდივართ.

ძალიან მალე, სამინისტრო კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით, კონკურსს საჯაროდ გამოაცხადებს. ჩვენ ყველა შემოთავაზებულ წინადადებას საჯარო განხილვასა და კენჭისყრაზე დავდებთ. საზოგადოებამ თავად აარჩიოს, რომელი ფორმა მოსწონს ყველაზე მეტად. გამარჯვებულად რამდენიმე ფორმა მაინც შეირჩევა. სკოლებს ეს დიზაინი შეეთავაზება. შემდგომში, თითოეულმა სკოლამ თავად აირჩიოს, რომელი ფორმას სურს. ამიტომ, აქ სასკოლო საზოგადოების, რომელშიც მშობლებიც შედიან, და მთლიანად საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურად გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იქნება.

ფორმა ბავშვს მშობელმა უნდა შეუკეროს, ისევე, როგორც მშობელი ყიდულობს ტანსაცმელს. დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მეტს ყიდულობს წლის განმავლობაში, ვიდრე ფორმის კომპონენტში დასჭირდება. თუმცა, აქაც სახელმწიფო გარკვეულ გარემოებებს ითვალისწინებს. ის ოჯახები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 60 ათასი ქულით ან უფრო ნაკლებით არიან შეფასებულნი, ამ ოჯახების პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სახელმწიფოსგან ფორმას უფასო მხარდაჭერით მიიღებენ.

გაცილებით დიდი პრობლემაა 30-ზე მეტი ბავშვი გაკვეთილზე, მეორე ცვლა, ანტისანიტარია სკოლებში, კვების საკითხი... რა დროს ფორმებია? თუ მე-11 კლასი მასალის გამეორებას ეთმობა, ე.ი. ორ კლასს ვაუქმებთ? თანამდებობის პირების შვილებმა ისწავლონ საჯარო სკოლებში... - რას ფიქრობენ მშობლები ახალ რეფორმაზე
მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაამთავრებენ სკოლას და გაორმაგებული კონკურენციით იბრძოლებენ მისაღებ გამოცდებზე.დაამატებს თუ არა სამინისტრო ადგილებს ამ გამონაკლისი შემთხვევისთვის? - მინისტრის პასუხი