ფიზიკური სასჯელი აღზრდის იდეალური ფორმა არ არის, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ზოგჯერ ამის გარეშე მათი დაშოშმინება შეუძლებელია როცა საქმე ბავშვის ფიზიკურ დასჯას ეხება, ყვირილი, ცემა და საკვების შეზღუდვა (უსაუზმოდ, უსადილოდ ან უვახშმოდ დატოვება) თავიდანვე გამორიცხეთ. ფიზიკური სასჯელი აღზრდის იდეალური ფორმა არ არის, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ზოგჯერ ამის გარეშე მათი დაშოშმინება შეუძლებელია. როგორ უნდა დასაჯოთ ბავშვი ისე, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიადგეს. რომელია დასჯის ყველაზე უწყინარი და ლოიალური სასჯელი?
როცა ყველა სიტყვიერი მეთოდი ამოწურულია, რაღაცით უნდა გააგებინოთ ბავშვს, რომ მისი საქციელი ყველა დასაშვებ ზღვარს გასცდა. ეს "რაღაც" არის სასჯელი, რომელიც ძალიან აკურატულად უნდა განახორციელოთ. სასჯელის მიზანი ისაა, რომ ბავშვი "აზრზე მოვიდეს", დამშვიდდეს და გაიაზროს თავისი შეცდომები. მიზანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჯავრის ამოყრა, მით უმეტეს ბავშვისთვის ტკივილის მიყენება ან დამცირება.
დამამშვიდებელი სკამი - დასჯის ყველაზე ლოიალური და ეფექტური მეთოდი 2-5 წლის ბავშვებისთვის. აირჩიეთ ოჯახში ერთი სკამი და ის დამამშვიდებელ სკამად გამოაცხადეთ. კარგი იქნება, თუ შეიძენთ ქვიშის საათს, რომლის საშუალებით ბავშვი დაინახავს, კიდევ რამდენი ხანი დარჩა სკამზე საჯდომად. სასჯელის ხანგრძლივობა 5 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. უფრო პატარებისთვის 2-3 წუთი საკმარისია. შემდეგ ბავშვი უნდა ადგეს. თუ გაგექცათ, ისევ სკამზე დააბრუნეთ, თავისი 3 წუთი აუცილებლად უნდა "მოიხადოს". აუხსენით, რომ როგორც არ უნდა ბრაზობდეს, მაინც სკამზე უნდა იჯდეს.
თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ, ბავშვი ამას სასჯელად მიიღებს და დაფიქრებისთვისაც დრო ექნება. 2-5 წუთი ბავშვისთვის საკმარისად დიდი დროა, ნუ გადააჭარბებთ.
ნახეთ, ამ მისიისთვის რა ჭკვიანური სკამი გამოიგონეს. ლამაზი, კომფორტული და რაც მთავარია, ბავშვი ხედავს, რამდენი დარჩა სასჯელის დასრულებამდე.