კითხვა პირველი, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ: "მორჩილ ადამიანს ვზრდი თუ წარმატებულს?" 1. კითხვა პირველი, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ: "მორჩილ ადამიანს ვზრდი თუ წარმატებულს?"
2. როცა ბავშვი არ გიჯერებთ, პირველი შეკითხვა გაიხსენეთ;
3. ყველაზე პატარა ბავშვმაც კი დედაზე უკეთ იცის, სცივა თუ ცხელა, შია თუ არა, მოსწონს რაიმე თუ არა.
4. შვილები მშობლების ასლები არიან. აზრი არა აქვს ჩხუბს იმ ნაკლოვანებების გამო, რომლებიც თქვენგან აითვისა.
5. ხშირად შესთავაზეთ არჩევანი. რამდენი და რა შეჭამოს, რით ითამაშოს, სად ისეირნოს... ამით სწავლობს.
6. შეძლებისდაგვარად ნუ შეუშლით ხელს, რომ ნეგატიური გამოცდილება მიიღოს. დაე შეცდეს, გამოცდილება საუკეთესო გაკვეთილია.
7. ჯობია ბავშვს თავად შეუქმნათ უსაფრთხო გარემო, ვიდრე წამდაუწუმ აშინოთ მოსალოდნელი საშიშროებით. კითხვა #1 ხომ გახსოვთ?
8. ბავშვის იმ მხარეებზე იზრუნეთ, რისი უზრუნველყოფაც მას თავად არ შეუძლია. სამაგიეროდ მიეცით უფლება, თავად გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც უკვე შეუძლია.
9. სწავლების საუკეთესო ფორმა - ერთობლივად გაკეთებული საქმეა.
10. აუხსენით, რა როგორ კეთდება.
11. როცა ბავშვს პრობლემები აქვს, ჭკუის სწავლება კი არა, მოფერება სჭირდება - თბილი ჩახუტება და ალერსიანი სიტყვები.
12. უფრო ძლიერი რომ ხართ, არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მართალიც ხართ.
13. საუკეთესო გზა, რომ მისი ეკრანთან ურთიერთობა შეზღუდოთ - მრავალფეროვანი წრეები და სექციებია.
14. ძიძის, მასწავლებლის ან მწვრთნელის არჩევისას მთავარ კრიტერიუმად ბავშვისადმი სიყვარული აირჩიეთ.
15. ჯიბის ფული ჯობს არა საჩუქრად, არამედ დამსახურებისთვის, რაიმეს გასამრჯელოდ მისცეთ - ბონუსად კარგი სწავლისთვის, საქმის გაკეთებისთვის.
16. რაც მეტი პატივისცემით ექცევით შვილს, მით უფრო დიდი შანსია, რომ პატივსაცემი ადამიანი გაიზარდოს.
17. უფლება გაქვთ რაიმე არ იცოდეთ ან შეცდომა დაუშვათ.
18. თუ ვინმეს სამსახურებრივი მოვალეობა მოითხოვს, რომ თქვენი შვილი დასაჯოს ან შენიშვნა მისცეს, არ არის საჭირო, მისი სიტყვები თქვენც გაიმეოროთ.
19. ასწავლეთ შეკითხვებით. დამოუკიდებლად ნაპოვნი პასუხი მზა ფრაზაზე მეტის მომცემია.
20. თქვენც ადამიანი ხართ, ამიტომ მხოლოდ ბავშვისთვის ნუ ცხოვრობთ. საკუთარ თავზე ზრუნვით ბავშვსაც კარგ მაგალითს მისცემთ.
21. თუ ბავშვი შეამჩნევს, რომ ყველაზე კეთილად მაშინ ექცევით, როცა ავადაა, ხშირად გახდება ავად. მაშინაც ეთამაშეთ, როცა კარგადაა.
22. "შოლტი და ნამცხვარი" მშვენიერი მეთოდია მორჩილის აღსაზრდელად, მაგრამ გინდათ ეს?
23. არ აიძულოთ ბავშვს თქვენი აუხდენელი ოცნებების რეალიზება. თქვენს ოცნებებს თქვენ მიხედეთ, ბავშვს კი თავისი ოცნება აცალეთ.
24. თუ დაჰპირდით, რომ დასჯიდით ამა თუ იმ საქციელისთვის, დასაჯეთ (ოღონდ არა ფიზიკურად). სასჯელზე უარის თქმაც ტყუილია. ტყუილი კი სასჯელზე უარესია.
25. ვისაც ერთ შვილზე მეტი ჰყავს, მან ბევრი რამ უკეთ იცის.
5 წლამდე ბავშვს მეფესავით მოექეცით, მერე... - ტიბეტელი ბერების აღმზრდელობითი მეთოდი