პატიმარი, რომლის ცხოვრება ერთმა ფოტომ შეცვალა - დღეს ის მოდელი, მსახიობი და კარგი მამაა. ყველაზე ცნობილი დამნაშავის უცნაური ამბავი - მშობლები

პატიმარი, რომლის ცხოვრება ერთმა ფოტომ შეცვალა - დღეს ის მოდელი, მსახიობი და კარგი მამაა. ყველაზე ცნობილი დამნაშავის უცნაური ამბავი

2025-12-04 16:27:32+04:00

ამ ბიჭის ამბავი მაგალითია იმის, რომ ყოველთვის შეიძლება ცხოვრების ხელახლა დაწყება და ბედის შემოტრიალება.

ჯერემი რეი მიქსი 1984 წლის 7 თებერვალს დაიბადა. ოჯახში მის გარდა მისი უფროსი ძმაც იზრდებოდა.

happy-mothers-day-momma-and-to-all-the-other-mothers-1764866352. I hope you guys have a day full of .jpgtbt-1764866353. 📸 @shelbymckinnon.jpg

we-could-be-brothers-huh-kendrick38-1764866354.jpg
უფროს ძმასთან ერთად

პირველად 18 წლისა აღმოჩნდა ციხეში.2002 წელს მიქსს ბრალი წაუყენეს ძარცვასა და 16 წლის ბიჭზე თავდასხმაში. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კალიფორნიის ციხეში. სასამართლოზე მან აღიარა, რომ ჩრდილოეთის მხარის განგსტერული დაჯგუფების წევრი იყო.

2014 წლის 18 ივნისს ხელახლა აღმოჩნდა სამართალამცველების ხელში. სტოკტონის პოლიციის დეპარტამენტმა კალიფორნიაში, ბანდების წინააღმდეგ ოპერაციის დროს, სახელწოდებით „ოპერაცია ცეცხლის შეწყვეტა“, მიქსი და კიდევ სამი მამაკაცი დააკავა იარაღის უკანონოდ ფლობისთვის. მან უარყო ბრალდებები, თუმცა დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასა და ძარცვაში.

იმავე დღეს, სტოკტონის პოლიციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა რამდენიმე დაკავებული მამაკაცის, მათ შორის მიქსის, ფოტოები.

gettyimages-451852166-612x612-1764866352.jpg

jeremy-meeks-today-split-160310-9d36fb7fe3ba1ea1d7966407b4bd165f-1392x783-1764866710.jpg

ფოტო ვირუსულად გავრცელდა მისი გარეგნობის გამო. გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში, მიქსის ფოტომ 15 000-ზე მეტი „მოწონება“ და 3 700 კომენტარი მიიღო, ძირითადად - შეყვარებული ქალების მხრიდან. მეორე დღეს, 19 ივნისს, საინფორმაციო და გასართობმა საიტმა BuzzFeed-მა მიქსის ფოტო „მემად“ აღიარა.

პარასკევს, 20 ივნისს, Twitter-ის გულშემატკივრებმა მიქსის ფოტოს პატივსაცემად შექმნეს ჰეშთეგი „#feloncrushfriday“. სტოკტონის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯო სილვამ აღიარა, რომ ფოტომ 2012 წელს Facebook გვერდის გახსნის დღიდან, ნებისმიერ სხვა ფოტოზე მეტი ყურადღება მიიპყრო.

2015 წლის 5 თებერვალს, ფედერალურმა მოსამართლემ მიქსი დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ერთ-ერთ ეპიზოდში და მიესაჯა 27 თვით თავისუფლების აღკვეთა ფედერალურ ციხეში. მოსამართლემ ასევე დაავალდებულაა მიქსი, 500-საათიან ნარკომანიის მკურნალობის პროგრამაში მეიღო მონაწილეობა. მიქსმა სასჯელის 13 თვე მოიხადა და ციხიდან 2016 წლის 8 მარტს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალურ საცხოვრებელ დაწესებულებაში ცხოვრება დაევალა.

ამასობაში, მიქსს გარეთ უკვე ელოდნენ ფოტოგრაფები და სამოდელო სააგენტოების წარმომადგენლები, რომლებიც მისი გარეგნობით და მისი ფოტოების პოპულარობით იყვნენ შთაგონებულნი.

როგორც კი მიქსი გამოვიდა სპეციალური დაწესებულებიდან, მისი სამოდელო კარიერაც დაიწყო. მიქსის პირველი სამოდელო ფოტო 2016 წლის ივნისში გამოქვეყნდა. მერე კი არაერთი ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდა და მალე პოდიუმზეც დადგა.

gjpt6i2i-1764866352.2-0.jpgemptyname-3-color-1764866352.jpgjeremy-meeks-1764866353.jpg

2017 წლის აპრილში, მიქსი გაერთიანებულ სამეფოში ჩვენებაზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ ჰითროუს აეროპორტში დაშვებისას ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. მიქსი ოფიციალურმა პირებმა დაკითხეს და შემდეგ შეერთებულ შტატებში დააბრუნეს.მისი ევროპული დებიუტი პოდიუმზე 2017 წლის მაისში შედგა, კანის კინოფესტივალზე. შემდეგ მან მილანის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა. ასევე გააფორმა კონტრაქტები რამდენიმე კომპანიასთან და მოდის სახლთან.

countingdown-1764866351.jpgmg-2928-color-1764866352.jpg

jeremy-meeks-rex-gallery-01-1764866353.webp

2020 წელსმიქსის დებიუტი შედგა ფილმში Trigger 2021 წელს მიქსი გამოჩნდა დამოუკიდებელ მხატვრულ ფილმში „საიდუმლო საზოგადოება“.

0e9a28a2c158d4e0764434e433027f9a-1764866352.jpg

მიქსი ორჯერ იყო სერიოზულ ურთიერთობებში. 2008-დან 2018 წლამდე ოფიციალურად იყო დაქორწინებული და ამ ქორწინებიდან ჰყავს უფროსი ვაჟი. პოპულარობის მოპოვებიდან მალევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიქსს რომანი ჰქონდა ქლოე გრინთან, ბრიტანელი ბიზნესმენის ფილიპ გრინის ქალიშვილთან.

jeremy-meeks-chloe-green-1764866353.webp

jeremy-meeks-a-1-215edca876e14aec972d0f5e28bc246c-1764866353.jpg

2018 წლის 29 მაისს გრინმა წყვილს ვაჟი შეეძინა. 2019 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი მშვიდობიანად დაშორდა და ლონდონში ერთობლივ სახლს ყიდდა.

დღეს მიქსი წარმატებული მოდელია და თავის საქმიანობაზე საუბრისას ამბობს, რომ მისი მთავარი საქმე მამობაა. დიდ დროს ატარებს ვაჟებთან და ამაყობს, რომ კარგი მამაა.

prod-jeremy-meeks-back-home-in-the-us-1764866353.webp

exclusif-jeremy-meeks-est-alle-prendre-petit-dejeuner-avec-ses-fils-robert-jeremy-junior-c-1764866352.webp

their-growing-up-too-fast-jmeeksofficialjr-robert-vaughn8-1764866354.jpgmaxresdefault-1764866353.jpg

ყველა ელოდა, რომ მოდელი ან მსახიობი გახდებოდა, თუმცა... - 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ციხიდან გახდა „ვარსკვლავი“