ბოლო პერიოდია ჟურნალისტმა, ორი შვილის დედამ ნანუკა ჟორჟოლიანმა მკვეთრად დაიკლო წონაში და მისთვის სასურველ ფორმაში ჩადგა. ამის შესახებ ხშირად საუბრობს და წერს. როგორც რამდენიმე წლის წინ თქვა, 18-საათიან, ე.წ. ფასტინგ-დიეტას იცავდა.
"დავიკელი 18-საათიანით. ჭამის დროს სრულად ამოვიღე პური, მხოლოდ კეტო პურს ვჭამ, ამოვიღე ბურღულეული სრულად, ტკბილიც და გაზიანიც", - წერდა მაშინ ინსტაგრამზე.
18-საათიანი "შიმშილის დიეტა” ნიშნავს, რომ არ უნდა მიიღოთ საკვები 24 საათიდან 18 საათის განმავლობაში. 18-საათიანი დიეტა უკვე წლებია ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, რასაკვირველია, ყველაფერი ინდივიდუალურია და ადამიანის ორგანიზმზე ბევრია დამოკიდებული. ვიღაცამ შეიძლება, მარტივადაც დაიკლოს და ჯანმრთელობაც შეინარჩუნოს ამა თუ იმ დიეტით, ვიღაცას კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნას. ამიტომ ნებისმიერი დიეტის დაცვამდე, კონსულტაცია უნდა გაიაროთ ენდოკრინოლოგთან.


ნანუკამ წონის კლების და ფორმაში ჩადგომის შესახებ კიდევ ერთხელ გასცა პასუხები თავის ინსტაგრამ-გვერდზე.
"არანაირი ბარიატრია, არანაირი ნემსი, ერთადერთი, რაც დამილევია გასახდომად დეტოქს წამალი 2011-ში და მოვხვდი საავადმყოფოში. დავიფიცე, რომ არასოდეს მსგავსს არ ჩავიდენდი. უფრო მეტიც, გასახდომი დეტოქსის პროდუქტს არ ვუკეთებ რეკლამას, რაც არ უნდა გადამიხადონ".

ნანუკამ კიდევ რამდენიმე შეკითხვას გასცა პასუხი:

სხვათა შორის, ასევე მკვეთრად დაიკლო წონაში ნანუკას ქალიშვილმა - მარიამ გეგუჩაძემ.

