2025 წლის ბოლო სავსემთვარეობა - რას მოუტანს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - მშობლები

2025 წლის ბოლო სავსემთვარეობა - რას მოუტანს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

2025-12-05 11:20:55+04:00

წლის ბოლო სავსემთვარეობას "ცივი მთვარე" ეწოდება. ასევე, 5 დეკემბრის სავსე მთვარეს სუპერმთვარესაც უწოდებენ. ეს 2025 წლის ბოლო სუპერმთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ენერგეტიკულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც გასული წლის გამოცდილებას აჯამებს და სიახლეებისკენ გვიბიძგებს. ამავდროულად, ამ პერიოდში მთვარის ენერგია განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს ემოციებსა და ქვეცნობიერზე, ავლენს ფარულ პრობლემებს და მნიშვნელოვან მოვლენებს აჩქარებს.

5 დეკემბერს მთვარე ტყუპების თანავარსკვლავებში გადავიდა. ადამიანები მომატებულ ემოციურობას გრძნობენ, თუმცა, პარალელურად, შემოქმედებითი საქმიანობა აქტიურდება.

სავსე მთვარის დროს კონფლიქტების გააქტიურების რისკია. ასევე, შესაძლოა, მანიპულაციის მსხვერპლი გახდეთ. დიდია იმპულსური გადაწყვეტილებების შანსი.უფრო კონკრეტულად, რა უნდა გაითვალისწინოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა 5 დეკემბრის სავსემთვარეობის დროს, ქვემოთ გაგიზიარებთ:

ვერძი

სიტყვებთან ფრთხილად იყავით. შესაძლოა უწყინარი ფრაზებიც კი მეორე მხარემ არასწორად აღიქვას და კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, კონტრაქტების გაფორმებისა და საბუთებზე ხელმოწერისათვის კარგი პერიოდი არ არის. თუმცა, თუ უკვე დაწყებული გაქვთ ეს პროცესი და ბოლოსკენ გადიხართ, სავსემ მთვარემ, პირიქით, შეიძლება, დასრულება დააჩქაროს კიდეც.

კურო

თუ სავსე მთვარის დროს შემოსავლისა და ხელფასის სიმცირეს უფრო მძაფრად გრძნობთ და სამსახურისა და არსებული საქმეების მიტოვებას გადაწყვეტთ, ნუ იჩქარებთ. სავსე მთვარის პერიოდი საკმაოდ დიდი ემოციურობით ხასიათდება და იმპულსური გადაწყვეტილებები შესაძლოა, მოგვიანებით ინანოთ.

ტყუპები

სავსე მთვარე კონცენტრაციის ნაკლებობის პრობლემას შეგიქმნით. თუმცა, ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში თქვენი კომუნიკაციის უნარები კიდევ მეტად აქტიურდება და შეძლებთ, სამსახურებრივ დატვირთვას კარგად გაუმკლავდეთ. ამასთანავე, ვიდრე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად კიდევ ერთხელ დაფიქრდით.

კირჩხიბი

სავსე მთვარემ შესაძლოა, თქვენ შემთხვევაშიც, ემოციური არასტაბილურობა გამოიწვიოს და ნეგატიურმა ფიქრებმა შეგაწუხოთ. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ დღე მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ. წაიკითხეთ საყვარელი წიგნი, გაისეირნეთ, როგორც შეძლებთ, განიტვირთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი ემოციები და ილუზიები რეალობას აურიოთ და პრობლემები შეგექმნათ.

savse-mtvare-1-1764919416.jpg

ლომი

მოგინდებათ, რომ აბსოლუტურად ყველას ასიამოვნოთ და ყველას მხრიდან შექება დაიმსახუროთ. თუმცა, შესაძლოა, თქვენი მოლოდინები არ გამართლდეს. თუ დახმარებას არ გთხოვენ, ნუ ჩაერევით სხვა ადამიანების პრობლემებში. შეგიძლიათ დახმარება შესთავაზოთ, მაგრამ მეორე ადამიანზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მას. გარდა ამისა, სავსე მთვარის პერიოდი ურთიერთობების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის საუკეთესო დრო ნამდვილად არ არის.

ქალწული

თუ ბიზნესის დაწყებას ან რაიმე ახალი პროექტის წამოწყებას გეგმავდით, უფრო ხელსაყრელი თარიღისთვის გადადეთ. როგორ ასტროლოგები ამბობენ, სავსემთვარეობის დღეს დაწყებული საქმეები შესაძლოა, ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდეს. მაგრამ, თუ თქვენს ეს საქმეები უკვე დაწყებული გაქვთ, პირიქით, სავსე მთვარე დაგეხმარებათ, რომ პროცესები დააჩქაროთ. თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ აღნიშნულ პერიოდში იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

სასწორი

სავსე მთვარის პერიოდი საკუთარ ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ. უფრო კონკრეტულად, ზოგი წარსულ შეცდომებსა და გამოცდილებაზე დაფიქრდება, ზოგი კი ნათელ მომავალზე გაამახვილებს ყურადღებას. უმჯობესია, სათანადოდ შეაფასოთ თქვენი გამოცდილება და სავსე მთვარის შემდეგ, სიახლეები დაგეგმოთ. შეეცადეთ, მოვლენები ობიექტურად გადააფასოთ და ემოციების გავლენა გვერდზე გადადოთ.

მორიელი

სავსე მთვარე პროექტების დასასრულებლად და ასევე, აქტუალური საკითხის მოსაგვარებლად კარგი დროა. თუ დიდი ხანია, რაიმეზე მუშაობთ და ერთ ეტაპზე გვერდზე გადადეთ ან ფინანსური ვალდებულება გაქვთ - ახლა შეგიძლიათ საკითხები გონივრულად გააანალიზოთ და გადაჭრის გზები იპოვოთ.

savse-mtvare-2-1764919436.jpg

მშვილდოსანი

სავსე მთვარე თქვენს ურთიერთობებზე, შეთანხმებებსა და სოციალურ სტატუსზე მოახდენს გავლენას. შეიძლება, იგრძნოთ, რომ ყველაფერი ყველაზე უკეთ იცით და თქვენი გამოცდილება საკმარისია გადაწყვეტილებების მისაღებად. თუმცა, შესაძლებლობებს არაობიექტურმა შეფასებამ გარკვეულ იმედგაცრუებამდე მიგიყვანოთ. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ აღნიშნულ პერიოდში სხვა ადამიანებს აუცილებლად მოუსმინოთ და ემოციურ ნიადაგზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

თხის რქა

სავსე მთვარის პერიოდში შესაძლოა, უენერგიობა და უმოტივაციობა იგრძნოთ. ისიც კი, რასაც ძალიან მარტივად აკეთებდით, გაგიჭირდეთ და ჩვეული რუტინა აგერიოთ. სავსე მთვარე შეეცდება, ბალანსის პოვნასა და ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში დაგეხმაროთ. თუ დიდი ხანია, ექიმთან ვიზიტი გაქვთ დაგეგმილი, ნუ გადადებთ და საყურადღებო ნიშნებს ნუ უგულებელყოფთ.

მერწყული

შესაძლოა, პირად ურთიერთობებში გარკვეული უთანხმოებები გაჩნდეს და პარტნიორის მხრიდან უყურადღებობაც იგრძნოთ. გულწრფელი საუბრისთვის საუკეთესო დროა. ამ პერიოდისაგან ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ. ასევე, შეეცადეთ, აღნიშნული პერიოდი მშვიდად გაატაროთ და ხალხმრავალ შეკრებებსა და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას მოერიდოთ.

თევზები

რამდენად ხშირად ხართ სახლში? ხშირად ურეკავთ მშობლებსა და საყვარელ ადამიანებს? სავსე მთვარის პერიოდი ურთიერთობების გააქტიურებისაკენ მოგიწოდებთ. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ სავსემთვარეობა რემონტის დასაწყებად ან მსხვილი შესყიდვების განსახორციელებლად კარგი დრო არ არის. თქვენი იდეები შეიძლება, თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს არ შეესაბამებოდეს და ჩიხში აღმოჩნდეთ.