მომღერალი ზურა ხაჩიძე გადაცემაში "ეპიზოდი" განვლილი წლებისა და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ საუბრობს:
- მივდივარ მეუფე სერაფიმესთან და უნდა დაგტოვოთ, ბორჯომი უნდა დავტოვოთ-მეთქი. მეუფემ დაგვაყენა ხუთივე, ლოცვა წაგვიკითხა, კურთხევა მოგვცა, მაგრამ გვითხრა, რომ ჯგუფს სახელი გადაარქვით, "ქუჩის ბიჭებს" ნუ დაარქმევთო. აბა, რა დავარქვათ-მეთქი და მან მითხრა "ბორჯომელი ბიჭები" დაარქვითო. ჩემდა სამწუხაროდ, მეუფეს ეს თხოვნა ვერ შევუსრულეთ. იმიტომ, რომ ეს ჩემი ახირება, მოგონილი სახელი იყო და იმ წლებისთვის სახელში დიდი ინტრიგა იდო. აფიშა რომ გაიკვრებოდა, ჯერ მარტო ინტერესი მოიყვანდა კონცერტზე ხალხს. რაღაც ჩემებური გათვლები მქონდა, რომელიც ალბათ ზემოდან მოდიოდა. სახელი ქუჩიდან წამოვიღე სამახსოვროდ. მეტი არაფერი წამომიღია. 15 წლის ასაკის შემდეგ ასანთის ღერი არ ამიღია არავის ოჯახიდან. სამწუხაროდ, ცუდი წლები იყო. წარმოიდგინეთ, ბორჯომში კანფეტის ქურდობისთვის ვარ დაჭერილი. მადლობას ვუხდი უფალსა და მეუფე სერაფიმეს, რომ სწორ გზაზე დამაყენა, სწორ კალაპოტში ჩამაყენა და დროზე მივხვდი, რა ცხოვრებით უნდა მეცხოვრა.
მე ჩემი პოლიტიკური გემოვნება მაქვს. არ მაქვს უფლება, დემოკრატიულ სამყაროში ჩემი გემოვნება მქონდეს? გადახედეთ დასავლეთს. მომღერლებიც და შოუ-ბიზნესიც, ჰოლივუდიც გაყოფილია ორად და შეიძლება, მეტი პროცენტი იქითაა, შეიძლება, მეტი პროცენტი ტრამპს უჭერს მხარს. ეს რა, ცოდვაა, არ შეიძლება, თუ რა? ვინ მისცა უფლება ვინმეს საერთოდ, აუკრძალოს პოლიტიკური გემოვნება ან შეუსწოროს რაღაცა? ძალიან დიდი ზიანი მივიღე წინა ხელისუფლებისგან - როგორც მე, ასევე ჩემმა ჯგუფმა. ჩემი ფავორიტია დღევანდელი მთავრობა და სულ არ მრცხვენია არასდროს.