ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა უინძორის სასახლეში გერმანიის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სადღესასწაულო ბანკეტი გამართა. სამეფო ოჯახის დღესასწაულებზე უკვე ტრადიციად იქცა, რომ მთავარი ვარსკვლავი უელსის პრინცესა ქეით მიდლტონია.

დღე საკმაოდ დატვირთული გამოდგა. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ჰიტროს აეროპორტში მათ პრინცი უილიამი და პრინცესა ქეითი დახვდნენ, უინძორში კი მათ მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა შემოუერთდნენ.

ბოლო დროს პრინცესას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გულშემატკივრები კვლავ შეაშფოთა, თუმცა მთელი შეხვედრის განმავლობაში პრინცესა მართლაც განსაცვიფრებლად გამოიყურებოდა. ოფიციალური დახვედრისთვის მან უკვე გამოყენებული, მაგრამ სიმბოლიკით გამორჩეული ლუქი აარჩია — Alexander McQueen-ის ლურჯი პალტო, პრინცესა დიანას საყურეები და Juliette Millinery-ს ქუდი. ზუსტად იგივე ტანსაცმელი ეცვა 2023 წლის საშობაო მსახურებაზე — ბოლო საჯარო ღონისძიებაზე, სანამ კიბოს მკურნალობის გამო ხანგრძლივ პაუზას აიღებდა.

შემდეგ პრინცესა გერმანია–ბრიტანეთის ისტორიულ კავშირებზე შექმნილ სამეფო კოლექციის გამოფენას ესტუმრა. ამისთვის მუქი-ლურჯი Burberry-ს კაბა ჩაიცვა, რომელსაც საფირონის წვეთოვანი საყურეები შეუხამა დიანას მემკვიდრეობიდან და 1980-იანი წლების ხელოვნური მარგალიტის ვინტაჟური ყელსაბამი Sarah Kaplan-ისგან.
საღამოს კი უინძორის სასახლეში სახელმწიფო ბანკეტი გაიმართა. წმინდა გიორგის დარბაზი გაფორმებული იყო 7.5-მეტრიანი ნორდმანის ფიჭვით, საშობაო ცივრცე კი ათასობით ნათურით გაანათეს. სუფრებზე ეწყო ალისფერი კომპოზიციები, ბროლის ჭურჭელი, სადღესასწაულო ფაიფური და ვერცხლის ჭურჭელი.

სტუმრებს შორის იყვნენ სამეფო ოჯახის წევრებიც: ედინბურგის ჰერცოგი და ჰერცოგინია, გლოსტერის ჰერცოგი და ჰერცოგინია, პრინცესა ანა მეუღლესთან, სერ ტიმ ლოურენსთან ერთად. განსაკუთრებული სტუმარი კი სუპერმოდელი კლაუდია შიფერი იყო — ვარსკვლავი, რომლის კარიერაც პრინცი უილიამის ახალგაზრდობას დაემთხვა.

მიღებისთვის პრინცესამ გრძელი კაბა, მთლიანად პაიეტებით დაფარული, ასიმეტრიული დეკოლტეთი და შიფონის მკლავებით.

ლუქს ამშვენებდა ვერცხლისფერი ფეხსაცმელი, შავი ატლასის კლატჩი, ელიზაბეთ II-ის ბრილიანტის საყურეები და სამეფო ორდენების ლენტები.

საღამოს მთავარი აქცენტი მისი ტიარა გახდა — „აღმოსავლეთის გვირგვინი“, ვიქტორიანული ეპოქის უძველესი და უდიდესი დიადემა, რომელიც 1853 წელს პრინც ალბერტმა დედოფალ ვიქტორიასთვის შეუკვეთა. თავდაპირველად ტიარა 2600 ბრილიანტითა და ოპალით იყო გაწყობილი, თუმცა მოგვიანებით ოპალები ლალის თვლებმა შეიცვალა. უნიკალური ინდური სტილის ლოტოსისა და თაღების დეკორი კი უცვლელად დარჩა.

ეს ტიარა დედა-დედოფლის ერთ-ერთი საყვარელი სამკაული იყო; ელისაბედ II-ს კი ის მხოლოდ ერთხელ — 2005 წელს, მალტაზე ვიზიტისას ამშვენებდა. სწორედ ამ იშვიათი სამკაულის არჩევა იყო პატივისცემა გერმანელი სტუმრებისთვის — პრინცი ალბერტის წარმომავლობის გათვალისწინებით.