ჩვეულებრივი მოზარდი, ჩვეულებრივი საღამო, ჩვეულებრივი გარემოებები ნიუ-იორკის პატარა ქალაქ სპრინგვილში... და ინციდენტი, რომელმაც ბევრი აიძულა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო ნდობასა და მის შედეგებზე. ეს ამბავი გაფრთხილებაა ყველასთვის და შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების არჩევა, რომლებსაც თქვენს შვილებს ანდობთ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაუფიქრებელმა ქმედებებმა გამოიწვიოს საშინელი შედეგები.
2013 წლის იმ მშვიდ საღამოს არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ერთ სახლში ისეთი დრამა განვითარდებოდა, რომელიც მთელ ქალაქს შეარყევდა და რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას შეცვლიდა....
დილან შუმეიკერი ჩვეულებრივი, 16 წლის ნიუიორკელი მოზარდი იყო, სკოლის მოსწავლე. 19 წლის ეშლი სმიტს ხვდებოდა, რომელიც ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, უკვე ორ შვილს ზრდიდა.

ეშლი მუშაობდა და ხანდახან დილანი რჩებოდა ბავშვებთან.
ნაცნობების თქმით, დილანი, რომელიც მამამ ადრეულ ასაკში მიატოვა და დედამ მარტომ გაზარდა, კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ფეთქებადი და ხანდახან ნევროზული. სკოლაში ქცევითი პრობლემები ჰქონდა, ხანდახან - აგრესიულიც,, თუმცა ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ეს ტრაგედიამდე მიიყვანდა...
მეგობრები მას აღწერდნენ, როგორც ადამიანს, რომელიც შეიძლება ყოფილიყო მომხიბვლელი, მაგრამ ზოგჯერ გამაღიზიანებელიც. დროთა განმავლობაში მან დაიწყო დალევა, ღამეების თენება, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინა მის შემდგომ ქცევაზე. შესაძლოა, სწორედ ამ დაგროვილმა პრობლემებმა განაპირობა იმ ღამის მოვლენები...

2013 წლის 19 მარტს საღამოს ეშლი სამსახურში წავიდა და ბავშვები დილანის მზრუნველობაში დატოვა. ერთ-ერთი, ოსტინი, ცელქობდა, რაც ბავშვისთვის სრულიად ნორმალურია. დილანმა ბავშვის დამშვიდება სცადა, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა... მოვლენები სრულიად მოულოდნელად განვითარდა.
როდესაც ეშლი სახლში დაბრუნდა, შვილი კრიტიკულ მდგომარეობაში, უგონოდ მყოფი აღმოაჩინა. დილანმა უთხრა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა, ბავშვი ცუდად დავარდა... მაგრამ მოგვიანებით სასამართლო ექსპერტებმა სერიოზული დაზიანებები აღმოაჩინეს, რაც დეტალურ გამოძიებას მოითხოვდა...
გამომძიებლების თქმით, შუმეიკერმა ბავშვი სასტიკად სცემა - მისი ტირილით განრისხებულმა. ბავშვმა თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
დანაშაულის სისასტიკემ და მსხვერპლისა და დამნაშავის ასაკმა საზოგადოება შოკში ჩააგდო.
შუმეიკერი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს და მეორე ხარისხის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს.
სასამართლო პროცესზე დილანმა სცადა ყველა დაერწმუნებინა, რომ ბავშვისთვის ზიანის მიყენება არ ჰქონდა განზრახული. მან განაცხადა, რომ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და თავად ვერ აცნობიერებდა. თუმცა, გამოძიების დროს გაირკვა, რომ ბავშვებთან ყოფნისას ის ჩვეულებრივ მესიჯობდა, განსაკუთრებული შფოთვის გამოვლენის გარეშე.

პროკურორებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც მის ჩვენებებში შეუსაბამობებზე მიუთითებდა. სასამართლო ექსპერტებმა დეტალურად ახსენის ბავშვის მიერ მიღებული დაზიანებები და რატომ არ შეიძლებოდა ისინი შემთხვევითი დაცემის შედეგი ყოფილიყო. დილანს უჭირდა ამ წინააღმდეგობების ახსნა.
2014 წლის იანვარში მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე ბევრი იტირა, მოსამართლე ვერ გადაარწმუნა. მან შეახსენა დილანს მისი პასუხისმგებლობა და არ გაითვალისწინა მისი ასაკი, დანაშაულის სისასტიკიდან გამომდინარე.


განაჩენის გამოტანის შემდეგ, დილან შუმეიკერის იურიდიულმა გუნდმა რამდენიმე სააპელაციო საჩივარი შეიტანა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ასაკი, ემოციური უმწიფრობა და ნასამართლეობის არარსებობა. სააპელაციო პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდა: ზოგიერთი შუამდგომლობა უარყოფილ იქნა, ზოგი კი ხელახლა განიხილეს. საბოლოოდ, მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ სააპელაციო სასამართლო დათანხმდა მისი სასჯელის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მას 25 წლით პატიმრობა ემუქრებოდა, წყაროების ცნობით, ხელახალი განხილვის შემდეგ მას 18 წლით პატიმრობით შეუცვალეს.
დილანი ახლა სასჯელს იხდის.
