აბაშაში მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული 18 წლის გოგონა,ლიკა კუჭუხიძე, რომლის გადარჩენას უფალს მთელი საქართველო შესთხოვდა, უფლის წყალობით გადარჩა. გოგონა კლინიკიდან ორი კვირის წინ სახლში გამოწერეს, დღეს კი ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა.
ულამაზესი წყვილი ახალდაქორწინებულები იყვნენ. მათი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, ამ ზაფხულს ჰქონდათ ქორწილი, ამ ლამაზი დღის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, მაგრამ იმ დღეს მომხდარმა საშინელმა ავარიამ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. როგორც ირკვევა, ტრაგედიის მეორე დღეს ბაჩო ლასარეიშვილი მეგობრის ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო, ამიტომ მანქანა მას საქორწინოდ ჰქონდა მოწყობილი.
ამ ულამაზეს წყვილთან ერთად დაშავდა ბაჩოს გამზრდელი ბიძა, რომელიც იმ დღეს მართავდა საჭეს. ბიძაც ასევე კლინიკაში იყო მოთავსებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით, თუმცა ის უფრო ადრე გამოწერეს კლინიკიდან.
ლიკა კუჭუხიძის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მისი ახლობელი გვესაუბრა: განაგრძეთ კითხვა