ცნობილი ექიმი, ნინო ქათამაძის მეუღლე დავით ლოლაძე ემიგრაციაში წავიდა - "ყველაფერი დავტოვე და წამოვედი, ეს არის იძულებითი ემიგრაცია..." - მშობლები

ცნობილი ექიმი, ნინო ქათამაძის მეუღლე დავით ლოლაძე ემიგრაციაში წავიდა - "ყველაფერი დავტოვე და წამოვედი, ეს არის იძულებითი ემიგრაცია..."

2025-12-06 11:37:44+04:00

ექიმიდავით ლოლაძე, რომელსაც საქართველოში ყველა იცნობს, ემიგრაციაში წავიდა. ის ამერიკაში ცხოვრობს და ექიმის პროფესიითაც იქ მუშაობს. ამბობს, რომ ემიგრაცია იძულებითია.

მან ვრცელიინტერვიუქართველ ჟურნალისტს ალექსი მეგრელიშვილს, ნიუ-იორკში მისცა.

დავით ლოლაძე: "ეს იყო გასული წლის 11 ნოემბერს. ამერიკა არ იყო ჩემთვის უცხო. ხშირად დავდიოდი, 2010 წელი იყო პირველად ჩემი ჩამოსვლის დრო. ვიცნობ ნიუ-იორკს, ვიცნობ რამდენიმე ქალაქს. ნუ განსაკუთრებით ვიცი, რა რუტინაა ჩვენს სფეროში და ზოგადად, აქ ადამიანები როგორ ცხოვრობენ. ანუ ჩემთვის ეს ემიგრაციის დასაწყისი იყო აბსოლუტურად გაცნობიერებული... არანაირი ამბიცია იმის, რომ მე სამი დიდი კლინიკის მთავარი ექიმი ვიყავი, ცნობილი ექიმი ვარ, წარმატებული ქირურგი ვარ, ოთხი სატელევიზიო გადაცემა... აი, ეს ყველაფერი ტრაპთან დავტოვე, ჩაიბარეთ და წავედი...

რეალურად უნდა ვაღიარო და ალბათ პირველად დღეს, რომ ეს არის ემიგრაცია, რომელიც არის ჩემი ნების წინააღმდეგ. არასდროს არ ყოფილა ჩემი ოცნება ამერიკაში ცხოვრება. ... მე წამოსვლამდე წელიწადნახევარი პრაქტიკულ უმუშევრობას გავუძელი, იმიტომ, რომ ველოდებოდი, რომ ქვეყანაში იქნებოდა ცვლილება." იხილეთ ვრცლად

ექიმი დავით ლოლაძე ასევე ცნობილია იმითაც, რომ პოპულარული მომღერლის, ნინო ქათამაძიის მეუღლეა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს - ნიკოლოზი.

როგორც ნინო უკრაინულ მედიასთან ყვებოდა, დავითი კლინიკაში გაიცნო. მასთან, როგორც ქირურგთან მივიდა დაზიანებული ფეხით და ასე დაიწყო მათი ურთიერთობა. 2008 წელს შეეძინათ ნიკოლოზი.

"სიყვარულისა და პატივისცემის გარდა, ჩვენი მყარი ურთიერთობის საფუძველია მეგობრობა. ერთმანეთს ვიღებთ ისეთებად, როგორებიც ვართ. ხან მე ვარ სუსტი, ხან - ის. ჩვენ ვიცვლებით. თუ არ გვენდომება ერთად ყოფნა, არც ეს არის პრობლემა. თუ ერთად ვართ, ეს შესანიშნავია!" - ამბობს ნინო.

nino-1765009360.png

untitled-design-2023-05-26t102658-1685082438-1765009579.340.jpg

რაც შეეხება წყვილის შვილს, სიმღერითაა გატაცებული.

"ერთდროულად უნდა მხატვრობაც, მწერლობაც, კოსმონავტობაც. ოცნებობს, მარსზე 50 წლისას კომპანია ჰქონდეს და გაფრინდეს..." - ყვებოდა რამდენიმე წლის წინ ნინო.

ასევე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა პირად ამბებზე, რაც მისთვის ძალიან იშვიათობაა:

– გყოფნით ძალები, რომ არც საქმეს მოაკლოთ ყურადღება და არც ოჯახის წევრებს?

– ძალიან რთულია, მაგრამ გამიმართლა, რადგან, როგორც მე მიყვარს ჩემი საქმე, ჩემს მეუღლესაც ისევე უყვარს თავისი პროფესია. როცა შეუძლია, ის ჩემთან და ჩვენს შვილთან ერთადაა. როცა მე ვერ ვახერხებ მათთან ყოფნას, მაშინ მამა–შვილი არიან ერთად.

– ქმარი არ აპროტესტებს თქვენს ხანგრძლივ დაშორებებს?

– ეს მისთვისაც რთულია და ჩემთვისაც. ნიკოლოზის მამაც ისეთივე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც მე, სულ სამსახურშია. ჩვენ რომ ერთმანეთის არჩევანს პატივი არ ვცეთ, არაფერი გამოვა.

– რითი უნაზღაურებთ შვილს იმ დროს, რასაც უთქვენოდ ატარებს?

– არა, ჩემს შვილს ამას ვერასოდეს ავუნაზღაურებ. როცა მივდივარ, ერთ კვირაში უკვე დედური ინსტინქტების შეტევები მეწყება და ღამღამობით მეტირება, მაგრამ ასევე ვიტირებდი, რომ არ მემღერა. სიმღერის გარეშე ნინო ქათამაძე ვერასოდეს იარსებებს".

6c6461ef39f9f2051414474665a71284-1765009579.jpeg

2023-05-25-11-52-20-050459-1765009579.jpg