"შეგნებულად თქვა უარი ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე... თა­ვის შვი­ლე­ბად ასა­ხე­ლებს საკუთარ კა­ტებს და თავის მოს­წავ­ლე­ებს" - ნიკოლოზ ცისკარიძის ტრაგედიები, ბრძოლა და მარტოობა - მშობლები

"შეგნებულად თქვა უარი ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე... თა­ვის შვი­ლე­ბად ასა­ხე­ლებს საკუთარ კა­ტებს და თავის მოს­წავ­ლე­ებს" - ნიკოლოზ ცისკარიძის ტრაგედიები, ბრძოლა და მარტოობა

2025-12-06 18:17:11+04:00

თბილისში დაბადებული ლეგენდა, რომელმაც მთელი ცხოვრება დიდ თეატრს მიუძღვნა, ეს სიყვარული მისთვის ბედნიერებაც აღმოჩნდა და წყევლაც. სცენამ მას ყველაფერი შეუცვალა: ოჯახი, შვილები და უბრალო ადამიანური სიხარული. 51 წლის ასაკში ის კვლავ ერთგულია თავისი ერთადერთი რჩეულისა - ბალეტის.

"ბალეტის თაყვანისმცემლებისთვისნიკოლოზ ცისკარიძეარტისტზე მეტია - ის უკვე სიცოცხლეშივე გახდა ლეგენდა. სცენაზე მისი ყოველი გამოსვლა დიდი სანახაობაა" - წერს რუსული მედია ქართველი წარმოშობის რუს ვარსკვლავზე.

ტრაგედია, რომელიც ადრეულ ასაკში დაიწყო

ნიკოლოზ ცისკარიძე თბილისში, 1973 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს დაიბადა. ოფიციალურად მის მამად ითვლებოდა მევიოლინე მაქსიმ ნიკოლოზის ძე, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ბიოლოგიური მამა მათი მეზობელი იყო. ეს კაცი გავლენიანი პიროვნება გახლდათ და საკუთარი ოჯახი ჰყავდა. როდესაც ნიკოლოზმა სიმართლე შეიტყო, უკვე გვიანი იყო - მისი ბიოლოგიური მამა გარდაცვლილიყო.

თავად ნიკოლოზი დღემდე ფიქრობს, იცოდა თუ არა იმ მამაკაცმა თავისი მამობის შესახებ. ერთხელ ის თავის ნახევარძმასაც შეხვდა, მაგრამ ეს ნაცნობობა ტრაგიკული აღმოჩნდა: მისი ძმა კოვიდის შედეგებს ებრძოდა და შეხვედრიდან მალევე გარდაიცვალა.

დედის რისხვა და "ჟიზელის" ჯადო

ნიკოლაი მამინაცვალმა გაზარდა, რომელიც დედაზე 16 წლით უმცროსი იყო. დედა ლამარა ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლიდა. მასწავლებელი იყო მამაც. მშობლები ბიჭს ხშირად დაჰყავდათ გამოფენებსა და თეატრებში. პატარა კოლია გამოფენებსა და წარმოდგენებზე დადიოდა, მაგრამ ბალეტ „ჟიზელის“ ნახვის შემდეგ ყველაფერი დაავიწყდა. იმ დღიდან ცისკარიძე ცეკვით „დაავადდა“.

მეგობრებთან თამაშის ნაცვლად, სახლში მუდმივად ცეკვავდა. სკოლაში მას როგორც თანაკლასელები, ასევე მასწავლებლები აბუჩად იგდებდნენ, ძირითადად გარეგნობის გამო და ეს მას ძალიან აწუხებდა. მშობლებს სურდათ, რომ ბიჭს მათი პროფესია აერჩია, ის საკუთარ თავს მხოლოდ სცენაზე ხედავდა.

11 წლის ასაკში მან მშობლების ნებართვის გარეშე თავად ჩააბარა ბალეტის სასწავლებელში. როდესაც სახლში გამოტყდა, დედა განრისხდა. საბოლოოდ პედაგოგებმა, მშობლები დაარწმუნეს, რომ ბიჭს იშვიათი ნიჭი ჰქონდა.

მალე გაირკვა, რომ ასეთი ნიჭისთვის თბილისი საკმარისი არ იყო. 15 წლის ნიკოლოზი მოსკოვში გაემგზავრა და ლეგენდარულ პესტოვთან ჩაირიცხა. ის კურსზე საუკეთესო გახდა, თუმცა 20 წლის ასაკში ტრაგედია დატრიალდა: დედამისი ინსულტით გარდაიცვალა და ვეღარ მოესწრო შვილის გრანდიოზულ წარმატებას.

განაგრძეთ კითხვა

ნიკოლოზ ცისკარიძე ახალგაზრდა მოცეკვავეების სექსუალურ შევიწროვებაზე ალაპარაკდა - 15 წლიდან ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ
მახინჯს და ჰერმოფროდიტს მეძახდნენ, არ სჯეროდათ, რომ ბიჭი ვიყავი - ნიკოლოზ ცისკარიძემ თანაკლასელებისა და მათი მშობლების მხრიდან ბულინგი გაიხსენა