"რატომ გარბის სასწრაფო საქართველოში და რატომ არის ხშირი ავარიები? ექიმებს ბევრი რამ აეკრძალათ და დარჩათ ერთადერთი მიზანი - მივაღწევინო კლინიკამდე... ამერიკაში სასწრაფო ხმაურობს, მაგრამ არ გარბის - მანქანა რომ მოძრაობს, შიგნით ექიმები მშვიდად მუშაობენ..." - დავით ლოლაძე - მშობლები

"რატომ გარბის სასწრაფო საქართველოში და რატომ არის ხშირი ავარიები? ექიმებს ბევრი რამ აეკრძალათ და დარჩათ ერთადერთი მიზანი - მივაღწევინო კლინიკამდე... ამერიკაში სასწრაფო ხმაურობს, მაგრამ არ გარბის - მანქანა რომ მოძრაობს, შიგნით ექიმები მშვიდად მუშაობენ..." - დავით ლოლაძე

2025-12-06 20:54:07+04:00

ცნობილი ქირურგი დავით ლოლაძე ამერიკაში გაემგზავრა და იქ დაიწყო მუშაობა. ემიგრაციაში წასულმა ექიმმა ქართველ ჟურნალისტთან ისაუბრა ამერიკულ და ქართულ მედიცინაზე და ქართული სამედიცინო სისტემის ხარვეზებზე. მათ შორის, შეადარა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობის პროტოკოლი:

- შეხედე ამის სისწრაფეს! სწრაფად არ მიდის და რამხელა ქაოსია. იცით, რატომ? შიგნით ზის პარამედიკი, მუშაობენ ამ წუთას პაციენტთან პარამედიკები. აქ ახლა შეიძლება ძალიან მძიმე პაციენტია. პარამედიკებს აქვთ პროტოკოლი, რა როგორ უნდა აკეთონ და ისინი ამ პროცესში, ეს მანქანა რომ მოძრაობს, მუშაობენ. აწყობილი, ასე ვთქვათ, გამართული, სასიცოცხლო ფუნქციებშენარჩუნებული პაციენტი შეჰყავთ კლინიკაში. ეს ახლა ხმაურობს, რომ უსაფრთხო იყოს გარემო და არ გარბის, რომ უსაფრთხო იყოს ასევე შიგნით პაციენტისა და პერსონალის გარემო. საქართველოში რატომ გარბის სასწრაფო და რატომ არის ხშირი ავარიები? ძალიან ბევრი რაღაცის კეთება სასწრაფოს ექიმებს აეკრძალათ, ბევრი რაღაცა გაუარესებისკენ შეიცვალა და ამ ადამიანებს ხელში დარჩათ ერთადერთი მიზანი - მივაღწევინო კლინიკამდე, და გარბის. გარბის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. როდესაც მედიცინაში ეს პირდაპირი დანაშაულია. იმიტომ, რომ შენ შეიძლება საერთოდ სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა, თუ აფასებ გარემოში, რომ შენს სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, იმიტომ, რომ შენი ერთი ექიმი უდრის ასი ათასობით ადამიანის დახმარებას, და ერთი ადამიანისთვის თუ თავი მოიკალი, არ არის ეს გამართლებული...

ცნობილი ექიმი, ნინო ქათამაძის მეუღლე დავით ლოლაძე ემიგრაციაში წავიდა - ყველაფერი დავტოვე და წამოვედი, ეს არის იძულებითი ემიგრაცია...