რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რომელიც ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავს, რომ პუტინის მომხრეა და ღიად უჭერს მხარს მის პოლიტიკას, ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა „მასმედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის“.
50 წლის ტელეწამყვანმა ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა „ყველა მონაწილეს“ და განაცხადა, რომ ის „ქვეყანას იმედებს არ გაუცრუებს“. „ქედს ვიხრი და გამოვხატავ ჩემს უსაზღვრო მადლიერებას. ვგრძნობ ჩემს თავზე დაკისრებული პასუხისმგებლობის სრულ სიმძიმეს და არ გავუცრუებ იმედებს იმ ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი მომცა და იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი დაიჯერეს... დედა, შენ ამ ყველაფერს ზეციდან უყურებ და იღიმი“, - დაწერა კანდელაკმა Telegram-ზე.

ცნობისათვის, თინა კანდელაკი თბილისში დაიბადა. აქვე დაიწყო წამყვანობა რადიოში, შემდეგ კი რუსეთში დასახლდა და იქვე განვითარდა მისი კარიერა.

ის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანია. წლები უძღვებოდა ისეთ გადაცემებს, როგორებიცაა „ყველაზე ჭკვიანი“, „დეტალები“ და სხვა. ამჟამად, თინა კანდელაკი გაზპრომ-მედიის გენერალური დირექტორის მოადგილის, გაზპრომ-მედია გასართობი ტელევიზიის მმართველი დირექტორის და TNT არხის დირექტორის თანამდებობას იკავებს.
10 წელზე მეტია, მეორედ არის დაქორწინებული - „როსტეკის“ ტოპ მენეჯერ ვასილი ბროვკოზე, რომელიც მასზე 12 წლით უმცროსია. წყვილს ორი წლის ვაჟი, გიორგი ჰყავს.


კანდელაკს ასევე ჰყავს ზრდასრული ვაჟი და ქალიშვილი ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინთან პირველი ქორწინებიდან.


მის სახელს ასევე უკავშირდებოდა რამდენიმე სკანდალი, მათ შორის, ცნობილ მილიარდერთან რომანზე, რომელთან ერთადაც ავარიაში მოყვა და როგორც ამბობენ, ხელებზე დატოვებული იარები შემდეგ ტატუებით დაფარა.

ცნობილია სკანდალური განცხადებებით, მათ შორის, საქართველოზე, თბილისში გატარებულ წლებზე თუ პოლიტიკაზე.
ასევე მონაწილეობა მიიღო რამდენიმე თამამ ფოტოსესიაში, რამაც აალაპარაკა საზოგადოება.










იხილეთ თინა კანდელაკის რამდენიმე სკანდალური გამოსვლა, რომელიც საქართველოს უკავშირდება: