გოზინაყი – ის ნუგბარია, რომელიც საახალწლოდ აბსოლუტურად ყველა ოჯახში კეთდება. ალბათ ყველა დიასახლისს თავისი, საკუთარი წესები აქვს მისი გაკეთებისას.
მაგრამ შეცდომაც ხშირად მოგვდის. ვეცადეთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები "შეგვეკრიბა", რათა ყველამ გაითვალისწინოს.
აი, 7 ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც არაფრით არ უნდა დაუშვათ:
1. თაფლი აჯობებს შეარჩიოთ აკაციის (მაისის) იყოს და არა მაგალითად, წაბლის. ის თავისებურ გემოს მისცემს გოზინაყს და ნიგვზის არომატსაც დაუკარგავს.
2. თუ გინდათ, რომ ნიგოზმა არ დაკარგოს არომატი, გაფცქვნის მიზნით არ დაასხათ მდუღარე წყალი (ბევრი ამ მეთოდს მიმართავს, რათა ნიგოზს კანი ადვილად მოაცილოს)
3. თუკი გოზინაყის კეთებისას ნიგვზის მოხალვას აპირებთ, აჯობებს, მთლიანი ლებნები მოხალოთ და მერე დაჭრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭრილი ნიგოზი შეიძლება ადვილად დაგეწვათ.
4. ნუ უგულებელყოფთ შაქრის დამატებას გოზინაყის გაკეთებისას. სულ რამდენიმე კოვზი შაქარი კი გოზინაყს შეკრავს და თაფლი და ნიგოზი ცალ-ცალკე აღარ წავა. გოზინაყი კი კნატუნა გამოვა.
5. არა ხის ზედაპირზე გაბრტყელება - დღეს ბევრი მასალაა ისეთი, რომელიც ხეს ჰგავს, სინამდვილეში სინთეტიკური მასალაა. რომ გგონიათ გოზინაყს ხეზე აბრტყელებთ, ამ დროს ხელოვნურ მასალაზე დებთ, რომელიც ხშირად იკრავს ან პირიქით, ისე განიზიდავს ნიგვზის მასას, რომ ფორმის შენარჩუნება ჭირს. ამიტომ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ლანგარი ხისაა, მასზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ისე გააბრტყელეთ.
6. გაცივებული გოზინაყის დაჭრა - ეს საკმაოდ არაკომფორტულია.შეიძ₾ება ლამაზი ფორმა ვეღარც მისცეთ.