ერთ-ერთ ულამაზეს ქართველ ქალად აღიარებული, დიზაინერ მაკა ასათიანის რძალი, მომხიბვლელი ნანიკო კლდიაშვილი იუბილარია. შავ კაბაში გამოწყობილმა იუბილარმა დაბადების დღე მეუღლესთან, დიდი ოჯახის სხვა წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა, სამსართულიანი წითელი ტორტით.

პროფესიით ნუტრიციოლოგმა ნანიკომ და მაკა ასათიანისა და მერაბ ჟორდანიას უფროსმა ვაჟმა, ბიზნესმენმა კახი ჟორდანიამ 2017 წელს იქორწინეს.


წყვილს ორი შვილი ჰყავს - ჯერ ქალიშვილი ლეა შეეძინათ, წელს კი ვაჟის - ლეოს მშობლებიც გახდნენ.






ერთ-ერთ ინტერვიუში ნანიკო ამბობს, რომ მისი ცხოვრება ორად იყოფა, კახიმდე და კახის გაცნობის შემდეგ...
"კახი ბიზნესმენია და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს მოგზაურობა. ზოგადად, საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ, მაგრამ ლეასთან ურთიერთობისას ყველა პრინციპი მავიწყდება. მისი აღზრდის წინასწარ განსაზღვრული წესები არ გამაჩნია. მინდა თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს. დამოუკიდებელი და ენერგიული ბავშვია, ახერხებს, რომ ყველამ მის გარშემო იტრიალოს", - ამბობს ნანიკო ინტერვიუში.

თავად მაკა ასათიანი შვეიცარიაში, მეორე მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად ცხოვრობს, თუმცა საქართველოში ხშირად ჩამოდის.

მაკა ასათიანმა პირველად მერაბ ჟორდანიაზე იქორწინა. მათ ორი ვაჟი - კახი და ლევანი შეეძინათ.მაკას მეორე მეუღლე კოტე გეგელიაა. მაკას და კოტეს ერთი საერთო შვილი, კონსტანტინე ჰყავთ.