ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ნოე სულაბერიძეს სტუმრობდა გადაცემაში და ჯანდაცვის საკითხებთან ერთად, პირად ამბებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ მშობლების ყველაზე მადლიერია ცხოვრების განმავლობაში. "არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, ვისაც იმაზე მეტად ვემადლიერები, ვიდრე მშობლებს..." - ამბობს მინისტრი. მან ასევე ისაუბრა მეუღლესა და ორ შვილზე. მიხეილ სარჯველაძის მეუღლე - ელენე შენგელია, მედიკოსია. წყვილმა 2007 წელს იქორწინა:
- ძალიან ღრმა ბავშვობიდან ვიცნობდი ჩემს მომავალ მეუღლეს, ერთად ვემზადებოდით. იქიდან მოყოლებული, ბევრი წლის განმავლობაში, ცოტა დისტანცირებული მეგობრობა გვქონდა. ბოლო ხანებში ისე დაემთხვა, რომ რამდენჯერმე შევხვდით და მერე მალევე დავქორწინდით. ერთმანეთის გაცნობაზე დროის დახარჯვა აღარ დაგვჭირდა. სწრაფადვე დავქორწინდით. შეგვეძინა ორი შვილი. 2007-ში იყო ჩვენი დაქორწინების ამბავი...
როგორიც მინდა ვიყო, ისეთი მამა ვერ ვარ, დროს ვერ ვპოულობ იმისთვის, რომ ეს შევძლო. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. მაგრამ სულ ასეა... ვერ კომპენსირდება ეს დრო და დასანანია... არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს არის განსაცდელი...


რა თქმა უნდა, ამას კარგად აბალანსებს ჩემი მეუღლე, მიუხედავად სამსახურისა, გვეხმარებიან ჩვენი მშობლებიც. ამ თვალსაზრისით პრობლემები არ არის, მაგრამ მენანება ეს განვლილი დრო, რომელიც ვერაფრით ვერ კომპენსირდება და ძალიან მნიშვნელოვანია ერთად გატარებული დრო. ამ ურთიერთობებს სჭირდება ტრადიციით გამყარება და ამაზე მართლა გული მწყდება.