12 წლის გოგონა 23 წლის მანიაკის გავლენის ქვეშ მოექცა და აგრესიული გახდა, მშობლებმა კი ვერაფერი იღონეს... - რიჩარდსონების ტრაგედია, რომლებიც საკუთარმა შვილმა იმსხვერპლა - მშობლები

12 წლის გოგონა 23 წლის მანიაკის გავლენის ქვეშ მოექცა და აგრესიული გახდა, მშობლებმა კი ვერაფერი იღონეს... - რიჩარდსონების ტრაგედია, რომლებიც საკუთარმა შვილმა იმსხვერპლა

2025-12-08 10:32:19+04:00

დანაშაული, რომელმაც კანადის პატარა ქალაქის, მედისინ ჰეტის მაცხოვრებლები შოკში ჩააგდო, დღემდე განიხილება.

CBC-ის ცნობით, 2006 წლის 23 აპრილს, 42 წლის მარკ რიჩარდსონის და მისი 48 წლის მეუღლის, დებრას ცხედრები მათი ორსართულიანი სახლის სარდაფში იპოვეს. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მარკს 24-ჯერ, ხოლო დებრას 12-ჯერ ესროლეს. მათი 8 წლის ვაჟი, ტაილერი, ზედა სართულზე მდებარე საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს. გამოცემის ცნობით, ბავშვს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

ამბავი კიდევ მეტად დაამძიმა იმ გარემოებამ, როდესაც გაირკვა, რომ ცოლ-ქმარი და პატარა ბიჭი ოჯახის წევრმა, შეყვარებულთან ერთად დახოცა...

richardson-family-house-072424-2fed033f21f8460ab627e1b98af99187-1765175757.jpg
რიჩარდსონების სახლი

Global News-ის ცნობით, დანაშაულისთვის 12 წლის გოგონა, ჟასმინი, და მისი 23 წლის შეყვარებული, ჯერემი სტეინკი დააკავეს.

richardsonebi-2-1765175818.jpg

ამბავი ასე დაიწყო:

ჟასმინი 8 წლის ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. თავდაპირველად, სკოლაში ძალიან კარგი მოსწავლე იყო, შესანიშნავ შეფასებებს იღებდა და თანაკლასელებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

თუმცა, მოულოდნელად გოგონა სრულიად შეიცვალა და მშობლებიც ამ ცვლილების გამო ძალიან ნერვიულობდნენ. 12 წლის ჟასმინს მასზე გაცილებით დიდი ასაკის მამაკაცები მოსწონდა. მეტიც, ინტერესს ავლენდა ისეთი მამაკაცების მიმართ, რომლებიც ანტისოციალური ქცევით გამოირჩეოდნენ. ჟასმინი მშობლების მიმართ რადიკალურად შეიცვალა. თუ იქამდე მშვიდი, მოსიყვარულე გოგონა იყო, რაღაც ეტაპის შემდეგ ძალიან აგრესიული გახდა. მშობლებს აღარ ემორჩილებოდა, უხეშად ესაუბრებოდა. პატარა ძმა, რომელიც იქამდე ძალიან უყვარდა, შეიძულა ისე, რომ ერთხელ მისი დახრჩობაც კი სცადა...

u995kns3b3371-1765216937.png

გაირკვა, რომ გოგონამ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 23 ჯერემი სტეინკი გაიცნო. ისინი კონცერტებს ერთად ესწრებოდნენ, ერთობოდნენ. მშობლები კი ამ ურთიერთობას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. ჯერემი 12 წლის გოგონას უყვებოდა, როგორ ძალადობდა ადამიანებზე და როგორ გეგმავდა მკვლელობებს. თუმცა, მოზარდს, შიშის ნაცვლად, მასთან ყოფნის სურვილი სულ უფრო მეტად უჩნდებოდა. მეტიც, მასთან ერთად საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელობაც კი დაგეგმა.

"Global News"-ის ცნობით, სასამართლო მიიჩნევდა, რომ ჟასმინმა მკვლელობის გეგმა იმიტომ მოამზადა, რომ მის მშობლებს მასზე 11 წლით უფროსი შეყვარებული არ მოსწონდათ და გოგონას ურთიერთობას უშლიდნენ.

"The Herald"-ის ცნობით, სავარაუდოდ, ჟასმინმა საკუთარი სახლის სარდაფის ფანჯარა სტეინკისთვის ღია დატოვა, რათა შესვლა შეძლებოდა. ის დაახლოებით დილის 5 საათზე შევიდა და ჯერ დებრა მოკლა, შემდეგ კი მარკი...

1-xedrabymaprteutnz9y1tg-1765218192.png

young-jasmine-richardson-1765218219.jpg

ნაფიცი მსაჯულები საქმეს 3 საათის განმავლობაში განიხილავდნენ. CBC-ის ცნობით, ჟასმინი პირველი ხარისხის მკვლელობის სამ ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს. ის კანადაში პირველი ხარისხის მკვლელობის მრავალჯერადი ეპიზოდისთვის გასამართლებულ ყველაზე ახალგაზრდა პირად ითვლებოდა.

ჟასმინს 2007 წელს 10-წლიანი ინტენსიური რეაბილიტაცია და ზედამხედველობა (IRCS) მიესაჯა, რაც 12-დან 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დამნაშავეებისთვის მაქსიმალური სასჯელია.

richarrsonebi-8-1765175971.jpg

მომდევნო წელს სტეინკს, რომელმაც სახელი შეიცვალა და ჯექსონ მეი დაირქვა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, 25 წლის შემდეგ პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებით.

ჟასმინმა ოთხი წელი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და ოთხ-ნახევარი წელი პირობითი მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. 2016 წელს კი გაათავისუფლეს.