" ნინა, კარგად ვარ, არ მოვმკვდარვარ, უბრალოდ ვიბრძოლე..." - ბრძოლის მერე მერაბ დვალიშვილი ნინა დრამამ მოინახულა (ვიდეო) - მშობლები

" ნინა, კარგად ვარ, არ მოვმკვდარვარ, უბრალოდ ვიბრძოლე..." - ბრძოლის მერე მერაბ დვალიშვილი ნინა დრამამ მოინახულა (ვიდეო)

2025-12-08 13:21:49+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი დამარცხდა. პიოტრ იანმა სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში მერაბის 15-გამარჯვებიანი სერია დაასრულა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. მძიმე ბრძოლისა და მარცხის შემდეგ მერაბი მისმა ერთგულმა მეგობარმა - ნინა დრამამ მოინახულა, რომელიც საქართველოშიც იმყოფებოდა მერაბთან ერთად. ნინამ ნამცხვრები მიართვა მერაბს.

- ნინა, მე კარგად ვარ, არ მოვმკვდარვარ, უბრალოდ ვიბრძოლე, - გაიხუმრა მერაბმა და ნინას მეგობრული ვიზიტის ვიდეო გამოქვეყნა.

ნინა მარი დანიელი, ცნობილი როგორც "ნინა დრამა", ჟურნალისტი და UFC-ს პრომოუტერია, რომელიც ქმნის სხვადასხვა გასართობ კონტენტს MMA-ს შესახებ. ის და მერაბ დვალიშვილი ცხოვრებაში მეგობრები არიან და ერთად ჩაწერეს რამდენიმე ვიდეო, სადაც ვარჯიშობენ. როცა მერაბმ შონ ო'მალის დაამარცხა, ნინამ დაწერა: "შენ არ ხარ ნორმალური. შენ ჩემპიონი ხარ. ყველას დაუმტკიცე, რომ ცდებოდნენ".

befunky-collage-44203-1737279752.webp