6 წლის ქართველი ვუნდერკინდი, რომელიც უმაღლესი მათემატიკით არის გატაცებული - "ჩემთვის, მათემატიკა ნიშნავს იმას, რომ უფრო ბევრი IQ გექნება, უფრო გენიოსი იქნები... აინშტაინი, ნიკოლა ტესლა და ისააკ ნიუტონი არიან ჩემი საყვარელი მეცნიერები" - მშობლები

6 წლის ქართველი ვუნდერკინდი, რომელიც უმაღლესი მათემატიკით არის გატაცებული - "ჩემთვის, მათემატიკა ნიშნავს იმას, რომ უფრო ბევრი IQ გექნება, უფრო გენიოსი იქნები... აინშტაინი, ნიკოლა ტესლა და ისააკ ნიუტონი არიან ჩემი საყვარელი მეცნიერები"

2025-12-08 14:23:21+04:00

6 წლის ბიჭი, რომელიც უმაღლეს მათემატიკას ინტერესით ხსნის და დაუჯერებელი სისწრაფით პოულობს პასუხებს, რომლებსაც სხვები კითხვის ნიშნებად ხედავენ - პატარა გენიოსის, დავით ჩარკვიანის, შესახებ სიუჟეტი "შაბათ-კვირის დილამ" მოამზადა:

- ჩემთვის, მათემატიკა ნიშნავს იმას, რომ უფრო ბევრი IQ გექნება, უფრო გენიოსი იქნები და შეგიძლია, რომ გააგიჟო ადამიანები. ყველაზე ძალიან მიყვარს მათემატიკა, ჩემი მეგობარი სკუტერი და დედაჩემი. მე მინდა, რომ ვისწავლო მათემატიკა იმიტომ, რომ მომწონს, როდესაც მათემატიკურ რაღაცებს ვხსნი. დედაჩემი რომ მეტყვის, შეცდომაა, წავშლი, შევცვლი. ვინც აკეთებს საქმეს, იმას ეშლება...

აინშტაინი, ნიკოლა ტესლა და ისააკ ნიუტონი - ესენი არიან ჩემი საყვარელი მეცნიერები.

მათემატიკის გარდა, კიდევ ერთი რაღაც მიყვარს და ვიცი - ეს არის ინგლისური.

რაც უფრო რთულია, მით უფრო მაგარია. ზოგჯერ იუთუბ-ვიდეოებს ვუყურებ. ზოგიერთი მათემატიკას არ ასწავლის, მაგრამ მაინც ვუყურებ, რომ გავერთო. ხანდახან, ვსწავლობ. უნდა უყურო, კარგია, თუ ინგლისური იცი, ოღონდ...

მე ვფიქრობ, ყველა ასაკის ადამიანმა შეიძლება, ისწავლოს. ბაიების ასაკის გარდა.

მომწონს, რომ ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რაც ხალხს მოსწონს.

2 წლისას უკვე დიდი რიცხვების გარჩევა შეეძლო, 3 წლისამ - გამრავლების ტაბულა, ხარისხები და ფესვები იცოდა. 4 წლის დამოუკიდებლად ხსნიდა პროცენტებსა და გეომეტრიულ ამოცანებს - ინტერვიუ 6 წლის ვუნდერკინდ დავით ჩარკვიანთან და მის პედაგოგ დედასთან

15 წლის ვუნდერკინდი დოქტორი გახდა - მან სკოლა 6 წლისამ დაამთავრა. პატარა აინშტაინი სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მუშაობს