როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები - თარიღები - მშობლები

როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები - თარიღები

2025-12-08 14:44:26+04:00

საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბაღებში 15 იანვრიდან განახლდება.

ბაღების მსგავსად, სკოლებშიც ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

თამარ იაკობაშვილი

ბავშვებს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულის განახლებული სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემათ - კახა კალაძე