ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
ინფორმაცია რამდენიმე შესაბამის უწყებაში დაადასტურეს. ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთი"არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარემუნიციპალიტეტს არ ასახელებს.
ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, აღნიშნული ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს.
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ჩართულია არასრულწლოვანის საქმეში შეტყობინებისთანავე.
სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 140-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.
დაკავებულია ორი პირი. იხილეთ ვიდეო