"ოჯახი მეოთხე შვილს ელოდებოდა... არ დაგცალდა, რომ გეხარა შენი შვილებით" - გურიაში მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა - მშობლები

"ოჯახი მეოთხე შვილს ელოდებოდა... არ დაგცალდა, რომ გეხარა შენი შვილებით" - გურიაში მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა

2025-12-08 19:34:34+04:00
ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. გურია ნიუსის ინფორმაციით, ოჯახი მეოთხე შვილს ელოდებოდა.
ტრაგედიას სოციალურ ქსელში ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა გამოეხმაურა.
"ბუკნარში მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალბატონის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ მთელი ტრაგიზმით წარმოაჩინა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც უკვე რამდენიმე წელია ვცდილობდით, მოვითხოვდით, ვემუდარებოდით ყველას, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღდგეს სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება. თვითმმართველობა უძლურია, კერძო სექტორი დაარწმუნოს აღნიშნული მომსახურების კრიტიკულ აუცილებლობაში, არაერთხელ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. კომერციული მდგენელის უპირატესად წარმოდგენა ჯანდაცვის სფეროში არაა მართებული და ასეთი ლეტალური შედეგებისგან დამზღვევი.
ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია, სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს, სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნებულა.ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს." - წერს ირაკლი კუჭავა.
პოსტი გაავრცელა ბუკნარის საბავშვო ბაგა ბაღმაც, სადაც გარდაცვლილის შვილები დადიან.
"მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა შენი გარდაცვალების ამბავი, მთელი სოფელი ერთ ოჯახად გვაქცია, უცებ ყველა გავქვავდით, წამით შეჩერდა ყველაფერი!
მრავალშვილიანი დედა, კიდევ ერთ სიხარულის მოლოდინში იყავი, შენს ანგელოზთან ერთად იმიერში დაიდე ბინა... არ დაგცალდა, რომ გეხარა შენი შვილებით, ანასტასია ხომ ყველაზე პატარაა, გაცნობიერებაც ხომ არ შეუძლია მომხდარის, რეალობის აღქმა!" - ნათქვამია პოსტში.
როგორც AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ლოლიტა ცუდად გახდა: "მდგომარეობა დაუმძიმდა და კლინიკაში, ფაქტობრივად, მკვდარი მიიყვანეს.
განაგრძეთ კითხვა