"უკეთესს იპოვის, ნუ არცხვენ" - როგორ აბულინგებდა საზოგადოება მილიონერი ფეხბურთელის შეყვარებულს, რომლის გარეგნობაც შეუფერებლად მიაჩნდათ და როგორ დაიცვა მამაკაცმა საყვარელი ქალი - მშობლები

"უკეთესს იპოვის, ნუ არცხვენ" - როგორ აბულინგებდა საზოგადოება მილიონერი ფეხბურთელის შეყვარებულს, რომლის გარეგნობაც შეუფერებლად მიაჩნდათ და როგორ დაიცვა მამაკაცმა საყვარელი ქალი

2025-12-08 21:45:16+04:00

ინგლისის ნაკრებისა და „არსენალის“ ნახევარმცველის დეკლან რაისისა და მისი შეყვარებულის, ლორენ ფრაერის ისტორია მსოფლიო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

ისინი სკოლის ასაკიდან ერთად არიან, ვაჟს ზრდიან და მშვიდი, ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობენ. ერთხელაც ლორენისა და დეკლანის ერთობრივ ფოტოზე ერთმა ანონიმურმა კომენტარმა ბულინგის მთელი ტალღა გამოიწვია: "მილიონერი მსუქან გოგოსთან ცხოვრობს" - ამ კომენტარს უმრავი დაცინვა და სხვა დამამცირებელი კომენტარები მოჰყვა. "უკეთესს იპოვის, ნუ არცხვენ", - წერდნენ ისინი, მატჩების მსვლელობისას კი შეურაცხმყოფელ ფრაზებს ისროდნენ.

screenshot-2025-12-08-214133-1765216215.png

საბოლოოდ ლორენი დანებდა - მეუღლის ყველა ფოტო წაშალა და თამაშებზეც აღარ დადიოდა. მაშინ კი დეკლანმა გააკეთა ის, რასაც ნამდვილი მამაკაცი აუცილებლად გააკეთებს ძვირფასი ქალისთვის - პრესკონფერენციაზე მან თქვა: "ლორენი ჩემი ცხოვრების სიყვარულია. სხვა არავინ მჭირდება". სოციალურ ქსელებში კი თავიანთი ერთობრივი ფოტოები გამოაქვეყნა მინაწერით: "ის ჩემს გვერდით იყო მაშინ, როცა არაფერს წარმოვადგენდი. სულ ერთია, ვინ რას ილაპარაკებს. მე სამუდამოდ შენთან ვარ."

screenshot-2025-12-08-214851-1765216239.png

მათი ისტორია გამორჩეული გახდა იმით, რომ დეკლან რაისი ყოველთვის ხაზს უსვამს ერთ რამეს: წარმატებამ არც მათი ურთიერთობა შეუცვლია და არც ის ღირებულებები, რომლებზეც წყვილი წლებია დგას. ფეხბურთელის გარემოცვიდან ხშირად ამბობენ, რომ ლორენის როლი დეკლანის კარიერაში ბევრად დიდია, ვიდრე შორიდან ჩანს — ლორენი გვერდით ედგა მაშინაც, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ კიდევ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოდა და მაშინაც, როცა ტრანსფერების აჟიოტაჟი მძიმე ზეწოლას ახდენდა მასზე.

screenshot-2025-12-08-214909-1765216280.png

ლორენიც, მიუხედავად ტკივილიანი გამოცდილებისა, დარჩა იმავე თავმდაბალ, ჩუმი ხასიათის ადამიანად. როგორც ახლობლები აღნიშნავენ, იგი ცნობადობას თავიდანვე გაურბოდა და დეკლანის წარმატებაში საკუთარი წვლილად მხოლოდ ერთი რამ მიაჩნდა — "სტაბილურობა და სიმშვიდე", რაც პროფესიონალ სპორტსმენს ყველაზე მეტად სჭირდება.

screenshot-2025-12-08-214934-1765216300.png

ბულინგის შემდეგ წყვილი კიდევ უფრო დაახლოვდა. დეკლანმა მკაფიო მესიჯი გააკეთა ყველასთვის: მისი პირადი ცხოვრება სიტყვის თავისუფლების სივრცე არ არის. ამ შემთხვევამ ბევრ გულშემატკივარსაც და სპორტულ გულშემატკივართა საზოგადოებასაც აჩვენა, რომ სიმდიდრე და პოპულარობა ყოველთვის არ იცავს ადამიანებს შეურაცხყოფისგან, თუმცა სიყვარული და ერთგულება ხშირად ბევრად ძლიერია.

screenshot-2025-12-08-214949-1765216317.png

წყვილი დღემდე ოფიციალურად არც დაქორწინებულია და არც ნიშნობის შესახებ განუცხადებიათ ოდესმე. პრესაში არდ მათი დაქორწინების გეგმები გაჟღერებულა. დღეს ლორენი და დეკლანი შვილთან, ჯუდისთან ერთად მშვიდ ცხოვრებას უბრუნდებიან. ისინი საჯაროდ ნაკლებად ჩნდებიან, თუმცა ცნობილი მეგობრების თქმით, ერთმანეთის მიმართ იგივე სითბო და პატივისცემა აქვთ, რაც სკოლის ასაკში დაიწყო. დეკლანი ხშირად ამბობს, რომ კარიერის ყველაზე დიდი გამარჯვება თასები და ტიტულები კი არა, საკუთარი ოჯახია — ადგილი, სადაც შეუძლია უბრალოდ დეკლანი იყოს და არა 100-მილიონიანი ფეხბურთელი.

screenshot-2025-12-08-214957-1765216332.png