აბიტურიენტებს რამდენიმე უნივერსიტეტის და პროგრამის არჩევის საშუალება აღარ ექნებათ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"დღეს არსებული მოდელის მიხედვით, როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება. ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება აღარ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა გაბისონიამ.
ცვლილებები უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებშია დაგეგმილი.