„აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, განათლების მინისტრის მოადგილემ დღეს განაცხადა, რომ ახალი მოდელით შეიცვლება ის წესი, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტს რამდენიმე უნივერსიტეტის და პროგრამის არჩევის საშუალება აქვს.