მონაკოს პრინცმა ალბერ II-მ და მისმა მეუღლემ, პრინცესა შარლeნმა, ახალი საშობაო ბარათი წარმოადგინეს. ფოტოზე ისინი შვილებთან ერთად პოზირებენ: 10 წლის ტყუპთან, პრინც ჟაკთან და პრინცესა გაბრიელასთან ერთად. ოჯახს ასევე შეუერთდა მათი შინაური ცხოველი ჩიხუახუა, ჰარლი. წელს ფოტოსესია ცნობილმა გერმანელმა ფოტოგრაფმა ვანესა ფონ ციცევიცმა გადაიღო.
47 წლის შარლენმა ფოტოსესიისთვის გრძელი ნაცრისფერი ნაქსოვი კაბა აირჩია, ხოლო პრინცესა გაბრიელა ვარდისფერ სადღესასწაულო კაბაში გამოჩნდა. ალბერმა და ჟაკმა მსგავსი კლასიკური ლურჯი კოსტიუმები აირჩიეს. რაც ყველაზე აღსანიშნავია, შარლენი ოდნავ იღიმის ფოტოზე და კარგადაც გამოიყურება, ბოლო რთული წლების შემდეგ.

ცოტა ხნის წინ ოჯახმა ტრადიციულად აანთო მონაკოს მთავარი საშობაო ნაძვის ხე და სამთავროს დედაქალაქში საშობაო სოფელი გახსნა.


პრინცი ალბერტ II პრინცი რენიე III-ისა და ჰოლივუდის მსახიობის გრეის კელის ვაჟია. 2011 წელს ის ოლიმპიურ მოცურავე შარლენ ვიტშტოკზე დაქორწინდა. 2014 წელს წყვილს ტყუპი შეეძინათ: ტახტის მემკვიდრე ჟაკი და მისი და, გაბრიელა. 67 წლის მონარქს სხვა ქალებისგან ორი ოფიციალურად აღიარებული უფროსი შვილი ჰყავს, თუმცა მათ ტახტზე პრეტენზია არ აქვთ...
სამი წლის წინ ყველას ეგონა, რომ ისინი განქორწინებოდნენ. წყვილი ერთად, პრაქტიკულად, საზოგადოებაში აღარ ჩნდებოდა და, როგორც ამბობდნენ, სხვადასხვა სახლშიც კი დაბინავდნენ. თუმცა შემდეგ სიტუაცია დალაგდა, საზოგადოებაში ისევ ერთად გამოჩნდნენ...
როგორც ცნობილია, შარლენმა საკმაოდ ბევრი გადაიტანა და ხშირად ნამდვილად არ ჰქონდა გაღიმების მიზეზი.არცთუ ისე დიდი ხნის წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწია. კარგა ხანს ოჯახთანაც ვერ ჩადიოდა მონაკოში. მაშინ ეს ამბავი ინფექციას დააბრალეს - შარლენი მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში მარტორქების გადარჩენისთვის წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში იყო ჩასული და სწორედ იქ დაავადდა. თუმცა ბევრი მაშინვე ამბობდა, რომ მისი ამდენხნიანი დაშორება ოჯახთან, პირადი ტრავმებით იყო გამოწვეული. ყველასთვის ცნობილია ალბერის მექალთანეობისა და უკანონო შვილების ამბავი. როგორც გაირკვა, არც დაოჯახების შემდეგ შეუცვლია ცხოვრების წესი და მუდმივად სტკენდა გულს შარლენს.პრინცესას ორი შვილის გაჩენამაც არ უშველა, მას მერე კიდევ ვრცელდებოდა ამბები მისი საყვარლებისა და მორიგი უკანონო შვილის შესახებაც კი. შარლენი ამის გამო მუდმივად დანაღვლიანებული იყო და ფოტოების უმრავლესობაზეც, რაც გათხოვების შემდეგ გადაიღო, სევდიანია.