„ნიუ ჰოსპიტალსის“ განახლებულ ლაბორატორიაში სიზუსტისა და უსაფრთხოების ახალი სტანდარტი დაინერგა - მშობლები

„ნიუ ჰოსპიტალსის“ განახლებულ ლაბორატორიაში სიზუსტისა და უსაფრთხოების ახალი სტანდარტი დაინერგა

2025-12-10 13:30:28+04:00

ლაბორატორიული კვლევების გარეშე თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია. სწორედ ლაბორატორიული კვლევების სიზუსტე განსაზღვრავს სწორ დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და შესაბამისად, გამოჯანმრთელებას. ამიტომ თითოეული კვლევის ჩატარების დროს მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ის დაწესებულება, რომელსაც საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას ანდობთ.

ლაბორატორიის სრული ტექნოლოგიური განახლება დასრულდა „ნიუ ჰოსპიტალსში“. კლინიკისთვის ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს დიაგნოსტიკური პროცესების სიზუსტის, სანდოობისა და პაციენტის უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფას. ლაბორატორიული განახლებისა და ზოგადად, ლაბორატორიული მომსახურების სტანდარტებზე "ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი თამარ თედიაშვილი გვესაუბრება.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია განახლდა. კონკრეტულად რას გულისხმობს განახლება და რა ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს ლაბორატორია პაციენტებსა და ექიმებს?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ დასრულდა ლაბორატორიის სრული ტექნოლოგიური განახლების მნიშვნელოვანი ეტაპი. ის მოიცავდა დიაგნოსტიკური ლაბორატორიული აპარატების ჩანაცვლებას უახლესი თაობის აპარატურით, ასევე შიდა ლაბორატორიულ პროგრამულ განახლებას. ეს ყველაფერი დიაგნოსტიკური პროცესების სიზუსტის, სანდოობისა და პაციენტის უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

განახლებული ინფრასტრუქტურა და სრულად ავტომატიზებული სამუშაო სისტემები ქმნის გარემოს, სადაც ექიმებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სწრაფი და ზუსტი შედეგები, როგორც რთული კლინიკური შემთხვევების მართვისთვის, ისე ყოველდღიური კლინიკური გადაწყვეტილებებისათვის.

ამ ეტაპზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია წარმოდგენილია ისეთი ცნობილი აპარატურული ბრენდებით, როგორიცაა: Roche, Sysmex, Stago, Radiometer, instrumental laboratory , Vitek, Alegria და ა. შ.

ზოგადად, „ნიუ ჰოსპიტალსი“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს. კლინიკაში მოქმედებს ხარისხის კონტროლის როგორც ყოველდღიური, ასევე ყოველთვიური გარე ხარისხს საკონტროლო პროგრამები და მედიცინის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამები. ეს ყველაფერი სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და სტაბილური შედეგის გარანტიას უზრუნველყოფს.

ზოგადად, რა ფაქტორები განსაზღვრავს ლაბორატორიული კვლევის ხარისხს?

კვლევის შედეგების სიზუსტე მიიღწევა მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლების ყოველდღიური უდიდესი შრომითა და მუდმივი ინვესტიციით თანამედროვე აპარატურაში, ასევე ხარისხის კონტროლის შიდა და გარე მონიტორინგის პროგრამებით.

კვლევის შედეგების სიზუსტეს განსაზღვრავს ლაბორატორიული პროცესის ყველა შემდეგი ეტაპი:

  • პრეანალიტიკური ეტაპი - მოიცავს პაციენტის სწორად მომზადებას გამოკვლევისთვის, ნიმუშის სწორად აღებას, მარკირებას და დროულ ტრანსპორტირებას და დამუშავებას;
  • ანალიტიკური ფაზა - რეაგენტების მაღალი ხარისხი, ანალიზატორების კალიბრაცია-მოვლის პროცედურების და ხარისხის კონტროლის პროტოკოლების ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულება;
  • პოსტანალიტიკა - შედეგების სწორი ინტერპრეტაცია, ანალიზი და დროული მიწოდება.

ხარისხის უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სამედიცინო პერსონალის მიერ წინასწარ გაწერილი სტანდარტული სამუშაო პროცედურების და პროტოკოლების მაღალი სიზუსტით შესრულება.

ჩვენს კლინიკაში ხარისხზე უწყვეტად ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია ყოველდღიურად ზრუნავს, რომ თითოეულმა კვლევამ ზედმიწევნით ზუსტი და კლინიკურად საიმედო შედეგი უზრუნველყოს.

რა ტიპის ლაბორატორიულ მომსხურებას სთავაზობს „ნიუ ჰოსპიტალსი“ მომხმარებლებს?

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიაში ყველა მიმართულების კვლევის შესრულებაა შესაძლებელი: ბიოქიმია, იმუნოლოგია, კოაგულაცია, ჰემატოლოგია, კლინიკური და მიკროსკოპიული გამოკვლევები, ციტომორფოლოგიური და ბაქტერიოლოგიური მიმართულების კვლევები.

რით არის გამორჩეული „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია კონკურენტებთან შედარებით?

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია გამორჩეულად ძლიერია.

ჩვენთან მოქმედებს უწყვეტი ლაბორატორიული მომსახურება კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში. ამასთან ყველა სახის ლაბორატორიული მომსახურება არის ერთ სივრცეში, რაც კომფორტია პაციენტისთვის დროის დაზოგვის კუთხით, ასევე ექიმისთვის კვლევის შედეგების ერთიან ფორმატში პროგრამულად გადაცემაში. კვლევის შედეგები სისწრაფე ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობაა. ის პაციენტს მეილზე დაუყოვნებლივ გადაეცემა.

კლინიკაში მომსახურების პარალელურად, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიას ბინაზე გამოძახების უფასო სერვისი აქვს.

ჩვენი ლაბორატორიის ექიმები მზად არიან კვლევის შედეგებთან დაკავშირებით პაციენტს მიაწოდონ სრული ინფორმაცია.

თანამედროვე ლაბორატორიებში პროცესები მაქსიმალურად ავტომატიზებულია. რა როლი აქვს სამედიცინო პერსონალს ლაბორატორიულ კვლევებში?

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიაში ლაბორატორიული პროცესები სრულად ავტომატიზებულია. მიუხედავად ამისა, სამედიცინო პერსონალის როლი გადამწყვეტია შედეგის საბოლოო შეფასებასა და კლინიკურად სწორ ინტერპრეტაციისთვის. ლაბორატორიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ კვლევების ყოველდღიური და ყოველთვიური ხარისხის კონტროლის პროცედურას, გამორიცხავენ ტექნიკურ ცდომილებებს, აფასებენ არასტანდარტულ შემთხვევებს და საჭიროების შემთხვევაში იღებენ გადაწყვეტილებას შედეგის გადამოწმების შესახებ, მონაწილეობენ ახალი მეთოდების ვალიდაციაში.

ლაბორატორიის სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ კლინიკის ექიმებთან. ეს ურთიერთობა უზრუნველყოფს დროულ დიაგნოზს და სწორი მკურნალობის დაწყებას. კვლევის მონაცემებსა და კლინიკურ გადაწყვეტილებას შორის ხიდს სწორედ ლაბორატორიის და ექიმების შეთანხმებული მუშაობა ქმნის. მიკროსკოპიულ, ბაქტერიოლოგიურ და ციტომორფოლოგიურ გამოკვლევებში ადამიანის გამოცდილება დღემდე შეუცვლელია.

R