სოციალურ ქსელში ბევრისთვის ცნობილი და საყვარელია ირაკლი სტურუასა და ნათია წიქარიძის წყვილი, რომლებიც იკა-ნათიას სახელით გაიცნეს. წყვილს სამი შვილი ჰყავს -ნიცა, დანიელი და სანი. სწორედ დანიელი და სანი მონათლეს რამდენიმე დღის წინ. ნათლობის ფოტოები და ვიდეოები ნათიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც ვიდეოში ჩანს, არა მხოლოდ ნათიას და იკას ოჯახი იყო ეროვნულ, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი, არამედ ნათლია ქალბატონებიც და სტუმრებიც.





