შაკირას შვილები დედასთან ერთად ამღერდნენ და მაყურებელი აატირეს - ქმრის ღალატის მერე შაკირას შვილები აძლიერებენ. "მათ გამო ვარ ცოცხალი..." - მშობლები

შაკირას შვილები დედასთან ერთად ამღერდნენ და მაყურებელი აატირეს - ქმრის ღალატის მერე შაკირას შვილები აძლიერებენ. "მათ გამო ვარ ცოცხალი..."

2025-12-11 09:22:13+04:00

მას მერე, რაც ქმარმა, ცნობილმა ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ უღალატა და ეს მთელმა მსოფლიომ გაიგო, შაკირას ცხოვრებაში რთული ეტაპი დაიწყო.

70913705-12077703-split-shakira-shares-her-two-sons-with-former-football-player-ge-a-13-1683907178835-1765431068.webp

კარგად ხანს ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს საჯაროდ ლანძღავდა, შაკირა სიმღერების ტექსტებში ახსენებდა მოღალატე ქმარს, ყოფილ დედამთილსაც არ ადგა კარგი დღე, რომელმაც იცოდა შვილის ღალატის შესახებ და ხელს უწყობდა. ნელ-ნელა ვნებები ჩაცხრა, შაკირა გონს მოეგო რთული პერიოდის მერე და ხშირად ამბობს, რომ ამაში შვილები დაეხმარნენ. 12 წლის საშა და 10 წლის მილანი ყველა ღონისძიებაზე დედის გვერდით არიან.

shakira-sasha-milan-pique-vmas-2023-3-1765431068.jpg506627978-1090504759816622-6600944195970676864-n-1765431068.jpg

image-2-1765431642.png

"ისინი ყველაფერი არიან ჩემთვის... ისინი არიან მიზეზი, რის გამოც მე ვცოცხლობ", - თქვა შაკირამ.

ცოტა ხნის წინ მან შვილებთან ერთად სიმღერაც ჩაწერა - Acróstico, და კლიპიც გადაიღო. ახლა კი სცენაზეც იმღერა მათთან ერთად და დედა-შვილის ემოციურმა გამოსვლამ ბევრი მაყურებელი აატირა.

etd-trend-shakira-20251210-vidpic-1765431068.webp