"როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ცხოვრება გრძელდება... სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი ვალია ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი სიკეთე გავუკეთოთ..." - სალომე ბაკურაძე ეთერში დაბრუნდა - მშობლები

"როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ცხოვრება გრძელდება... სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი ვალია ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი სიკეთე გავუკეთოთ..." - სალომე ბაკურაძე ეთერში დაბრუნდა

2025-12-11 11:58:43+04:00

მეუღლის, ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, მომღერალი სალომე ბაკურაძე პირველად დაბრუნდა რადიო-ეთერში, სადაც საკუთარი მუსიკალური გადაცემა მიჰყავს და შემდეგი სიტყვებით დაიწყო გადაცემა:

- არტისტული ოთხშაბათი სალომე ბაკურაძესთან ერთად დაიწყო... უფრო ვიტყოდი, გრძელდება, როგორც გრძელდება ცხოვრება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორი პერიოდიც არ უნდა იდგეს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც არ უნდა გვიჭირდეს. რა განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა გვინდოდეს ამის გაკეთება, მაინც გრძელდება. ასე რომ, სანამ ცოცხლები ვართ, ვფიქრობ, რომ ჩვენი ვალია ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი სიკეთე გავუკეთოთ, მეტი სიკეთის მომტანები და სასარგებლოები ვიყოთ ერთმანეთისთვის, ამიტომ მე თქვენი მხარდაჭერის, გამხნევების ძალიან დიდი იმედი მაქვს. ვაგრძელებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოგიტანოთ, მეტი არტისტული ინფორმაცია მოგაწოდოთ.

შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე, ლაშიკო... - რას წერენ ლაშა ბასლანძის დაკრძალვის შემდეგ მისი მეუღლე და ქალიშვილი?