„ახალგაზრდებს აღარ ესმით, რა არის ნამდვილი სილამაზე... პლასტიკური ოპერაციების ეპიდემია და გასახდომი წამლები დამღუპველია“ - ქეით უინსლეტი სილამაზის ინდუსტრიის წინააღმდეგ - მშობლები

„ახალგაზრდებს აღარ ესმით, რა არის ნამდვილი სილამაზე... პლასტიკური ოპერაციების ეპიდემია და გასახდომი წამლები დამღუპველია“ - ქეით უინსლეტი სილამაზის ინდუსტრიის წინააღმდეგ

2025-12-11 13:10:03+04:00

50 წლის ქეით უინსლეტმა მწვავედ გააკრიტიკა პლასტიკური ოპერაციების „საშინელი და დამანგრეველი“ ტენდენცია, რომელიც, მისი თქმით, მთელ მსოფლიოში ეპიდემიად იქცა. The Times-თან ინტერვიუში „ტიტანიკის“ ვარსკვლავმა ასევე მიუთითა გასახდომი წამლების საფრთხეებზე და განაცხადა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებმა თითქოს დაკარგეს წარმოდგენა იმის შესახებ, რას ნიშნავს ნამდვილი სილამაზე.

მისი თქმით, დღეს ბევრი ახალგაზრდა ქალი შეპყრობილია სრულყოფილი ვიზუალის იდეით — მხოლოდ იმისთვის, რომ სოციალურ ქსელებში მეტი მოწონება მიიღოს. „აღარ იციან, რა არის ბუნებრივი სილამაზე. თითქოს ყველაფერი ლაიქებზეა დამოკიდებული,“ — ამბობს მსახიობი.

უინსლეტის თქმით, საზოგადოება დიდი ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს, რომელიც ადამიანებს აიძულებს ერთნაირად "სრულყოფილად" გამოიყურებოდნენ. მისი აზრით, საჭიროა „თავისუფლად ყოფნა საკუთარ თავთან“, რადგან გარეგნობაზე ასეთი მანქანური ზრუნვა უკვე დამღუპველია.

„საშინელებაა, როცა ადამიანის თვითშეფასება მხოლოდ გარეგნობაზეა მიბმული, ეს ძალიან მაშინებს“

მსახიობი აღიარებს, რომ განსაკუთრებით აშფოთებს ესთეტიკური მედიცინის ნორმალიზაცია. „ეს უბრალოდ საშინელებაა, როცა ადამიანის თვითშეფასება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყურება — ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ხანდახან ვუყურებ მსახიობებს, რომლებიც იმ ფორმით ჩნდებიან ღონისძიებებზე, როგორც უნდათ, და ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მაგრამ იმდენი ხალხი იღებს სიგამხდრის წამლებს, რომ ნამდვილად მეშინია,“ — აღნიშნავს ქეითი.

მისი თქმით, ასეთი პრეპარატები არავითარ შემთხვევაში არ არის უვნებელი. „ზოგი არჩევანს აკეთებს ბუნებრივობაზე, ზოგი ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარ თავთან მსგავსებაც კი აღარ დაიტოვოს. მაგრამ იციან კი, რაში ხარჯავენ ფულს? საკუთარი ჯანმრთელობის უგულებელყოფა შემზარავია,“ — ამბობს მსახიობი.

უინსლეტს განსაკუთრებით სტკივა ის, რომ ახალი თაობა „ცალი თვალითაც აღარ უყურებს იმას, რაც სინამდვილეში ლამაზია“.

ქეითი ყოველთვის იყო ბუნებრივი სხეულის მხარდამჭერი — და საკუთარი მაგალითითაც ამას ამტკიცებს

მსახიობი არასდროს ერიდებოდა ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას სილამაზის ინდუსტრიის ტენდენციებზე. მისი თქმით, კარიერის დასაწყისში ზედმეტი წონის გამო ხშირად დასცინოდნენ.

screenshot-2025-12-11-135740-1765447118.png

გასულ წელს კი, ფილმ „ლი“-ს გადაღებისას, უინსლეტმა საკუთარი სხეულის „შენიღბვაზე“ უარი თქვა. გუნდის ერთ-ერთმა წევრმა მისი „გამოწეული მუცელი“ ახსენა, თუმცა ქეითმა განაცხადა, რომ ეს სრულიად არ აწუხებს: „ეკრანზე ჩემი სახე და სხეული ჩემი ცხოვრების ისტორიაა. მე ამაყი ვარ ჩემი ნაკვთებით. არასოდეს მომივიდოდა აზრად მათი დამალვა.“

უინსლეტი წლებია ემიჯნება პლასტიკურ ქირურგიას: „ეს ეწინააღმდეგება ჩემს მორალურ პრინციპებს, მშობლების მიერ მონიჭებულ ღირებულებებს და იმას, რასაც ბუნებრივ სილამაზეს ვეძახი. მინდა ყველას ვუთხრა, ვინც ჰოლივუდის სტანდარტს მისდევს — ეს უბრალოდ მითია“.

„წითელი ხალიჩის“ მიღმა — რეალობა, რომელიც ბევრს არ ახსოვს

screenshot-2025-12-11-135907-1765447167.png

ქეითი ამბობს, რომ ქალები საათობით ემზადებიან წითელი ხალიჩისთვის: ვარცხნილობა, მაკიაჟი, პროცედურები — ხანდახან მთელი კვირის განმავლობაში. „მეც ასეთი ვიყავი. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი წამია — კამერის წკაპი, და მორჩა,“ — ამბობს იგი.

მისი რწმენით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სილამაზის მთავარი საიდუმლო საკუთარი თავის მიღებაა. „ცვლილებებს ვერ დავუპირისპირდებით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, კანის მდგომარეობაზე, რომ უკეთ ვიგრძნოთ თავი. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდე და ის, რომ ზედმეტად თვითკრიტიკულები არ ვიყოთ.“

ქეით უინსლეტის პირადი წესი: „სილამაზე იწყება შიგნიდან“

მსახიობი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცხოვრების წესს — ძილს, წყლის მიღებას, სტრესის მართვას. „თუ გადაღლილი ვარ ან სტრესში ვარ, ვერანაირი მაკიაჟი დამიფარავს ამას. სახეზე ყველაფერი ჩანს,“ — ამბობს ქეითი.

ის ასევე ამბობს, რომ ყოველთვის დაბალანსებულად იკვებება, თუმცა წითელი ხალიჩის წინ რამდენიმე დღე უარს ამბობს საყვარელ საკვებზეც კი: „არაფერია განსაკუთრებული ან ძვირი — წყალი ჩემთვის მთავარი საშუალებაა. თუ წყლის ბალანსს შეინარჩუნებთ, კანი აუცილებლად დაგიფასებთ.“

r0-0-800-600-w800-h600-fmax-1765446954.jpg

მსახიობი ხშირად ჩანს შვილებთან ერთად. ცოტა ხნის წინ ის 21 წლის ვაჟთან ერთად გამოჩნდა. მან კინოკარიერა უკვე დაიწყო. კანის ფესტივალზე კი დიდი განხილვა მოჰყვა მისი 25 წლის ქალიშვილის, მიას, დებიუტს. ბევრმა აღნიშნა, რომ გოგონა „არ ჯდება“ ჰოლივუდის სტანდარტებში, თუმცა ის, ქეითის მსგავსად, ბუნებრივობას ინარჩუნებს.

kate-winslet-mia-threapleton-1-614279e6ed9b4132af48ba4c54d00d02-1765446968.jpg