გოზინაყი თამო მეფიშვილის რეცეპტით - მშობლები

გოზინაყი თამო მეფიშვილის რეცეპტით

2025-12-13 10:30:42+04:00

კონდიტერთამო მეფიშვილსსოციალური ქსელებიდან უამრავი ადამიანი იცნობს. მის რეცეპტებს ბევრი აზიარებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან რჩევასაც იღებს. ამჯერად გოზინაყის რეცეპტს გვთავაზობს.

გოზინაყის რეცეპტი თამო მეფიშვილისგან:

"მოსამზადებლად გამოვიყენე 500 გრ ნიგოზი,

თაფლი 250 გრ,

შაქარი 1ს/კ.

ნიგოზი მოვხალე, თაფლი მივიყვანე ადუღებამდე, თან განუწყვეტლივ ვურევდი, პროცესი გავიმეორე 3-4 ჯერ, ჩავყარე შაქარი, მეოთხე წამოდუღებაზე და დაჭრილი ნიგოზი დავამატე. გადმოვიტანე სველ დაფაზე და გავაბრტყელე. რომ გაცივდა დავჭერი, უგემრიელესია.

გოზინაყს რომ მოამზადებთ, შეგიძლიათ გაანაწილოთ ვაფლის ფირფიტაზე, საუკეთესოა," -ამბობს თამო მეფიშვილი.

gozinaqi-2-1765446582.jpg

gozinaqi-3-1765446594.jpg

gozinaqi-1-1765446571.jpg

კრემი რომ არ აგეჭრათ, როგორ უნდა ჩაანაცვლოთ ფქვილი სახამებლით და რა უნდა იცოდეთ ღუმელში ცხობის რეჟიმებზე - თამო მეფიშვილის პრაქტიკული რჩევები და ყველაზე მოთხოვნადი რეცეპტები

თამარ იაკობაშვილი