მანქანა ჯერ შვილს დაეჯახა, მერე - მის დასახმარებლად გზაზე გადასულ დედას... - საშინელი ავარია ნაძალადევის რაიონში - მშობლები

მანქანა ჯერ შვილს დაეჯახა, მერე - მის დასახმარებლად გზაზე გადასულ დედას... - საშინელი ავარია ნაძალადევის რაიონში

2025-12-11 15:40:10+04:00

გუშინ, გვიან რამით, ნაძალადევის რაიონში უმძიმესი ავარია მოხდა, რომელსაც 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა, დედა კი მძიმე მდგომარეობაში, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. შემთხვევა დადიანის ქუჩაზე, 11-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დაადასტურა. უწყების ცნობით, საქმე აღძრულია, 276- ე მუხლით, დაკავებულია ერთი პირი.

"ორი მანქანა დაეჯახა ორ ქვეითს, აივანზე ვიყავი, როგორ და რანაირად ვერ გავიგე, ისე უცებ მოხდა ყველაფერი. მერე რაც იყო, ის საშინელება თვალებიდან არ ამომდის... დედა-შვილი იყვნენ, ამ ტერიტორიაზე მანამდეც ვხედავდი, როგორც თქვეს, იქვე ახლოს ცხოვრობდნენ...“ - წერს ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში. განაგრძეთ კითხვა