გელა ბარკალაიამ მოდელ რძალს და შვილიშვილებს ოქროს სამკაულები აჩუქა, თავისი ინიციალებით - ბიზნესმენმა შვილიშვილები და რძალი საჯაროდ დაასაჩუქრა (ვიდეო) - მშობლები

გელა ბარკალაიამ მოდელ რძალს და შვილიშვილებს ოქროს სამკაულები აჩუქა, თავისი ინიციალებით - ბიზნესმენმა შვილიშვილები და რძალი საჯაროდ დაასაჩუქრა (ვიდეო)

2025-12-11 22:54:23+04:00

ცნობილი ბიზნესმენი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. ლაივში გადასცა მან საახალწლო საჩუქრები შვილიშვილებს და რძალს, რომელიც დედის საფლავზე დანიშნა.

"დედის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე", - ასე დაასათაურა მან მაშინ ნიშნობის დღე დაიქვე აჩუქა რძალს რამდენიმე ძვირფასი ბეჭედი, მათ შორის - ოჯახური რელიკვია, შემდეგ კი ძვირად ღირებული "პორშეც" გადასცა.

ამჯერად მოდელ რძალს - სალომე სალაყაიას და შვილიშვილებს ძვირად ღირებული ოქროს სამკაულები გადასცა, მისივე ინიციალებით. მისი თქმით, ციხეში ყოფნისას გაიცნო ოქრომჭედლები, რომლებსაც უმაღლესი ხარისხის ოქროთი დაამზადებინა ეს ძვირფასეულობა.

მან სხვა საჩუქრებიც გადასცა შეკრებილებს, მათ შორის იყო "აიფონ 17", წლობით ყულაბაში ნაგროვები თანხა და ა.შ.

- რასაც ახლა მე ვაკეთებ, სურვილი მაქვს, ყველას ბაბუამ გაუკეთოს თავის შვილიშვილებს მთელ საქართველოში. ყველას ჰქონოდეს საშუალება, - აღნიშნავს ბიზნესმენი.
ვინ არის გელა ბარკალაიას მოდელი სარძლო, რომელსაც ნიშნობა სასაფლაოზე მოუწყვეს და იქვე გადასცეს ძვირფასი საჩუქრები
ნიშნობა საფლავზე - გელა ბარკალაიამ დედამისის საფლავზე გადაუხადა შვილს ნიშნობა და რძალს ძვირფასი სამკაულები და პორშეც იქვე გადასცა (ვიდეო)