ცნობილი ბიზნესმენი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. ლაივში გადასცა მან საახალწლო საჩუქრები შვილიშვილებს და რძალს, რომელიც დედის საფლავზე დანიშნა.
"დედის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე", - ასე დაასათაურა მან მაშინ ნიშნობის დღე დაიქვე აჩუქა რძალს რამდენიმე ძვირფასი ბეჭედი, მათ შორის - ოჯახური რელიკვია, შემდეგ კი ძვირად ღირებული "პორშეც" გადასცა.
ამჯერად მოდელ რძალს - სალომე სალაყაიას და შვილიშვილებს ძვირად ღირებული ოქროს სამკაულები გადასცა, მისივე ინიციალებით. მისი თქმით, ციხეში ყოფნისას გაიცნო ოქრომჭედლები, რომლებსაც უმაღლესი ხარისხის ოქროთი დაამზადებინა ეს ძვირფასეულობა.
მან სხვა საჩუქრებიც გადასცა შეკრებილებს, მათ შორის იყო "აიფონ 17", წლობით ყულაბაში ნაგროვები თანხა და ა.შ.