ყოფილი მოდელი, ამჟამად კი ტელეწამყვანი და კულინარი ლიკა კვარაცხელია მორიგ საინტერესო კერძს უზიარებს საზოგადოებას, რომელიც მისი საყვარელი კერძი ყოფილა.
ინგრედიენტები:
მომზადება:
ზეთწასმული გოგრა გამოვაცხოთ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი (მე მიყვარს, როცა ოდნავ ცინცხალია), გავაგრილოთ და მოვაცილოთ ქერქი.ამ დროს მსუბუქად მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო.გაგრილებული გოგრა ჩანგლით დავაქუცმაცოთ, დავამატოთ ხახვი და სტაფილო, შემდეგ მარილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, დარიჩინი, გახეხილი ნიორი, დაჭრილი ქინძი და ოხრახუში.დავამატოთ დაფქული ნიგოზი.ბოლოს ჩავასხათ ძმარი ან ბალზამიკო, დავამატოთ გარჩეული ბროწეული და მწვანილები.
ფხალი მზად არის.
ცომისთვის:
ყვითელი სიმინდის ფქვილი, კვერცხი, წყალი, მარილი და არაჟანი (თუმცა მხოლოდ ზეთი და წყალიც საკმარისია).
ცომი გადავიტანე ზეთწასმულ ფორმაში.ზემოდან ჩავუფინე პერგამენტი და შიგნით ჩავყარე ბარდა, რათა ღრმა ფორმა შეინარჩუნოს. გამოვაცხვე 180 გრადუსზე 20 წუთი, შემდეგ 10–15 წუთი - პერგამენტის გარეშე.