36 წლის ქოუჩი, რომელიც სხვებს ასწავლიდა ცხოვრებას და "საკუთარი თავის პოვნას", 16 დღის ახალშობილის მკვლელობისთვის დააკავეს - ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, დეპრესიაში მყოფი ქალი ყველამ მიატოვა - მშობლები

36 წლის ქოუჩი, რომელიც სხვებს ასწავლიდა ცხოვრებას და "საკუთარი თავის პოვნას", 16 დღის ახალშობილის მკვლელობისთვის დააკავეს - ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, დეპრესიაში მყოფი ქალი ყველამ მიატოვა

2025-12-12 08:19:40+04:00

სანქტ-პეტერბურგიდან მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. 36 წლის ბლოგერმა და "მშობიარობის მწვრთნელმა" ანასტასია სკვორცოვამ ახალშობილი ვაჟი, რომელიც სულ რაღაც 16 დღის იყო, წყლით სავსე აბაზანაში დაახრჩო.

შემთხვევა 2025 წლის 8 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში, უშინსკის ქუჩაზე მოხდა. მომხდარის შემდეგ ქალმა პოლიციაში თავად დარეკა.

გამომძიებლები ამჟამად ინციდენტთან დაკავშირებით სხვადასხვა თეორიას განიხილავენ, მათ შორის დედის შესაძლო მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობას მშობიარობის შემდეგ. თუმცა, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია, ექსპერტებისა და სასამართლოს გასარკვევია...

ანასტასია ცნობილი ვლოგერი და ქოუჩი იყო. ქალებს ასწავლიდა საკუთარი თავის პოვნას, ბედნიერებას, ასევე, მშობიარობის შესახებ აძლევდა რჩევებს და თითქოს, ბედნიერი ჩანდა.

969x1280-0xfvmrhyps-0048493355598319940-1765514404.jpg

თუმცა როგორც ძიებით ირკვევა, მისი ისტორია შორს იყო იმ ბედნიერი დედის სურათისგან, რომელსაც სკვოცოვა სოციალურ მედიაში აქტიურად ქმნიდა.

ანასტასიას 8 წლის ქალიშვილი ჰყავს. ბოლო ხუთი წელი კი აქტიურად ცდილობდა დაორსულებას და ხუთი წლის განმავლობაში არაერთხელ უთქვამს აუდიტორიისთვის, რომ ვერ ახერხებდა მიზნის მიღწევას.

პირველი ქორწინება უიღბლო ჰქონდა.სამოტივაციო ტექსტებში ანასტასია ხშირად აზიარებდა საკუთარ გამოცდილებას. საუბრობდა ტოქსიკურ ათწლიან ქორწინებაზე, მუდმივ თავგანწირვაზე და მისგან თავის დაღწევის მცდელობებზე. ამტკიცებდა, რომ დედობის უუნარობიდან შინაგან ტრანსფორმაციაზე გადავიდა და სურდა იგივე სხვებისთვისაც ესწავლებინა. მისი პოსტებიდან გამომდინარე, ორსულობა მისთვის მართლაც ნათელი წერტილი იყო. ხშირად მიმართავდა თავის ჯერ არდაბადებულ შვილს სოციალურ ქსელებში, უზიარებდა ემოციებს და შთაგონებული ჩანდა...

skvorcova-1765514584.webp

„გუშინ ყველამ დანამდვილებით დაადასტურა, რომ ვაჟი გვეყოლება. ცრემლიც კი წამომივიდა. ეს თავიდანვე ვიცოდი. ცხოვრებაში პირველად მივხვდი, რომ მზად ვარ მამაკაცის აღსაზრდელად, მიუხედავად იმისა, რომ დავიფიცე, რომ არასდროს მინდოდა ვაჟი“, - წერდა თავის პირად ბლოგზე. სახელი ალექსანდრეც წინასწარ შეარჩია: „ის ქაოსის, ცემის, ფსიქიატრიული საავადმყოფოების და ღალატის შემდეგ გაჩნდა. ეს უბრალოდ შინაგანი ხმა იყო. მაგრამ არაფერი ხდება უმიზეზოდ. ვიცი, რომ ეს განსაკუთრებული ბავშვია. მას დიდი მომავალი აქვს...“

ანასტასიამ ასევე დაარწმუნა თავისი მიმდევრები, რომ ბავშვს ძლიერი ოჯახური ხაზის გაგრძელებად აღიქვამდა. მისი თქმით, ის, როგორც ჩანს, აერთიანებდა როგორც მისი, ასევე ბავშვის მამის მეომრისა და გამარჯვებულის თვისებებს. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი დიდ და სამართლიან ადამიანად გაიზრდებოდა... თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა სხვა რეალობა იმალებოდა...

ერთ-ერთ პოსტში ისიც თქვა, თუ როგორ გადაურჩა რთული მოვლენების სერიას ერთი წლის განმავლობაში - ცემას, იძულებით გაქცევას ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, სადაც, სავარაუდოდ, საწოლზე იყო მიბმული და სულ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო, რომ ორსულად იყო. აღმოჩნდა, რომ ბავშვის მამა ძალიან ცუდად ექცეოდა. ბავშვის გაჩენაც არ სურდა და სთხოვდა, აბორტი გაეკეთებინა. ბავშვის დაბადების მერე მიატოვა და შვილის აღიარებაზეც უარი თქვა.მისი თქმით, ყველა ამ მოვლენამ ის „წლის გადარჩენილად“ აქცია და ასწავლა ნებისმიერ სირთულესთან გამკლავება.

რუსული მედიის ცნობით, ანასტასიამ ორსულობის დროს რამდენიმე ფსიქოლოგს მიმართა. ბავშვის მამის მხრიდან უარყოფის შემდეგ, ბლოგერს მშობლებთან და ძმასთან კონფლიქტი მოუვიდა და მამის ფინანსური მხარდაჭერა დაკარგა. უძილობა და სუიციდური აზრები დაეწყო. ორსულობის ბოლოსკენ გადაწყვიტა, რომ ბავშვის გაზრდა აღარ შეეძლო. ანასტასიას შვილის მეგობრებისთვის მიცემაც კი სურდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მშობიარობამდე ბავშვის მამას ისიც კი სთხოვა, რომ მოეკლა და გაეთავისუფლებინა ტანჯვისგან.

პატარა ალექსანდრე (ანასტასიას სავარაუდო სახელი) 21 ნოემბერს დაიბადა. მშობიარობის შემდეგ დედის მდგომარეობა გაუარესდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ანასტასიას რძის მარაგი შეუმცირდა, ფინანსები სრულიად ამოეწურა. მას შვილის გამოკვებაც არ შეეძლო. ბავშვს ცუდად ეძინა, არაფერს ჭამდა და გამუდმებით ტიროდა. 9 დეკემბერს ანასტასიას დაბადების მოწმობა უნდა დაერეგისტრირებინა და შემდეგ ბავშვი სხვისთვის გადაეცა... თუმცა, იმ დღეს მან ბავშვის მოკვლა გადაწყვიტა.

სკვორცოვა დანაშაულის დღეს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის 5 ნიშანი და რატომ არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ ისინი?
რჩევები ახალბედა დედის ოჯახის წევრებს - როგორ ამოვიცნოთ პოსტსამშობიარო დეპრესია?