სახელები, რომლებიც ზამთარში დაბადებულ პატარებს უხდებათ - სახელები გოგონებისთვის და ბიჭებისთვის - მშობლები

სახელები, რომლებიც ზამთარში დაბადებულ პატარებს უხდებათ - სახელები გოგონებისთვის და ბიჭებისთვის

2025-12-12 10:15:23+04:00

თუ ბავშვისთვის სახელის შერჩევის ეტაპზე ხართ და დეკემბერში დაბადებულ პატარას ელით, არჩევანი განსაკუთრებით საინტერესოა. ტრადიციულად, მართლმადიდებლურ კულტურაში სახელს ხშირად წმინდანთა კალენდრის მიხედვით არჩევენ — იმ წმინდანის პატივსაცემად, რომლის ხსენების დღე ბავშვის დაბადების თარიღს ემთხვევა.

დეკემბერში მართლმადიდებლურ კალენდარში ბევრი მნიშვნელოვანი წმინდანია მოხსენიებული, ამიტომ არჩევანიც ფართოა. ამასთან, თანამედროვე მშობლებისთვის ხშირად მნიშვნელოვანია, რომ სახელი იყოს არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ ქართულად ბუნებრივად ჟღერდეს.

სახელები დეკემბრის საეკლესიო კალენდრის მიხედვით

დეკემბერში დაბადებული ბიჭებისთვის წმინდანთა კალენდარი გვთავაზობს ბევრ ისეთ სახელს, რომლებიც დღესაც მიღებული და გავრცელებულია:

ალექსანდრე, ანდრია, გიორგი, დავით, დანიელი, დიმიტრი, ილია, იოანე, ლუკა, მათე, მარკოზი, მიხეილი, ნიკოლოზი, პავლე, პეტრე, სტეფანე, ტიმოთე, იაკობი,

დეკემბრის კალენდარი გოგოებისთვისაც საინტერესო არჩევანს იძლევა. განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი სახელები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას:

ანა, ალექსანდრა, ანასტასია, ბარბარე, ვერიკო, ეკატერინე, კირა, მარგარიტა, მარიამი, სოფიო, თამარა.

ზამთრისთვის შესაფერისი სახელები

ბევრ კულტურაში ბავშვს ხშირად სახელს იმ სეზონის მიხედვით არქმევენ, რომელშიც დაიბადა. ზამთარი სიმბოლურად სიწმინდესთან, სიმტკიცესთან და სიწყნარესთან ასოცირდება, ამიტომ დეკემბერში დაბადებულებისთვის განსაკუთრებით პოეტური სახელებიც გვხვდება.

სახელები გოგონებისთვის

ბელა ლათინურად ნიშნავს „ლამაზს“, „მშვენიერს“. ევროპულ კულტურაში ბელა ხშირად ასოცირდება თეთრთან, სისუფთავესთან და სინაზესთან, რაც ზამთრის სიმბოლიკასთან — თოვლთან და ნათელ ფერთან — ბუნებრივად გადაიკვეთება.

ლილია ინგლისურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელია, ასოცირდება სიწმინდესთან და სინაზესთან. ქართულად ლამაზად ჟღერს.

ელა სახელის რბილი ჟღერადობა, მოკლე ფორმა და ნათელი ბგერები ხშირად უკავშირდება სისუფთავეს, სინათლესა და სიმშვიდეს — იმ განცდებს, რომლებიც ზამთარს, თოვლს და დეკემბრის ატმოსფეროს ახასიათებს.

კლარა ლათინური წარმოშობის სახელია, ნიშნავს „ნათელს“, „სუფთას“ და კლასიკურ ევროპულ კულტურაში მყარად დამკვიდრებულია.

ემილია ნაზი, მაგრამ ძლიერი ჟღერადობის სახელი, პოპულარულია როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში.

სოფი საერთაშორისო ფორმა სოფიასგან, რომელიც უფრო დასავლურად და თანამედროვედ აღიქმება.

სახელები ბიჭებისთვის

ნოელი ქრისტეშობასთან დაკავშირებული კლასიკური დასავლური სახელი, პოპულარულია საფრანგეთში, ინგლისურენოვან ქვეყნებში და აშშ-ში.

ლეო სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან leo, რაც ნიშნავს „ლომს“. ლომი მრავალ კულტურაში სიმბოლურად უკავშირდება ძალას, სიმამაცეს, ღირსებასა და ლიდერობას. გავრცელებულია ევროპასა და აშშ-ში.

მაქსიმე სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Maximus, რაც ნიშნავს „უდიდესს“, „უმაღლესს“, „საუკეთესოს“

ოლივერი საუკუნეებია ევროპულ და ინგლისურენოვან სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურად პოპულარულ სახელად ითვლება.

სახელის ფესვები ლათინურ სიტყვას oliva უკავშირდება და ნიშნავს „ზეთისხილის ხეს“. ზეთისხილი უძველესი სიმბოლოა მშვიდობის, სიბრძნის, კეთილდღეობისა და სიცოცხლის გაგრძელების.

თეოდორე სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებისგან და პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება როგორც „ღვთის საჩუქარი“.

ლუკასი სახელი მომდინარეობს ლათინურიდან და უკავშირდება სიტყვას „ნათელი“, „სინათლე“. სწორედ ამიტომ ლუკასის მნიშვნელობა ხშირად აიხსნება როგორც „ნათლის მომტანი“ ან „სინათლის შვილი“. ეს სიმბოლიკა სახელს პოზიტიურ და მშვიდ ენერგიას ანიჭებს.

განსხვავებული სახელები, რომლებიც 2026 წელს აქტუალური იქნება - გოგოს და ბიჭის იშვიათი სახელები
სახელები, რომლებსაც სიმდიდრე და წარმატება მოაქვთ: ეს მილიონობით ადამიანის მონაცემების ანალიზმა დაადასტურა