ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი რამდენიმე თვის წინ მესამე შვილის დედა გახდა. მას და დავით კაჭარავას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც მარია დაარქვეს. ქეთი გადაცემაში "დღის პოსტი" საკუთარი რუტინის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მეუღლე განსაკუთრებით ეხმარება:
- სპორტმა ძალიან კარგი დროის მენეჯმენტი ჩამომიყალიბა. ჩემს თავს ვასწავლი, რომ სახლში უნდა მოვდუნდე. არა უშავს, თუ ცოტა არეულობა იქნება, ცოტა რამეს ვერ მოვასწრებთ ან თუ რაღაც გეგმის მიხედვით არ წავა... იმიტომ, რომ ასე შეიძლება, გადაიწვას ადამიანი, თუ ყველგან, მათ შორის, ძილის დროსაც, გეგმავ. სახლში ორი დამხმარე გვყავს. მე და დათო გაყოფილები ვართ. მე ილიას ვაძინებ, ვირუსების გამო, ცოტა რთული პერიოდი გვქონდა, საავადმყოფოშიც მოვხვდით, დათოს ღამე მარია ჰყავს ჩაბარებული. დიდები თავიანთი თავის პატრონები თავად არიან.
მთელი ღამით დათოს ჰყავს, თავისი გამოცვლით, ჭამით, დაძინებით, გართობით. 4 თვის არ არის ჯერ. მარიას დილა 6 საათზე იწყება. 6 საათზე რთავენ მოცარტს, მუსიკის თანხლებით, რაც პედიატრმა დაგვაბარა, უშლის მანეჟში თავის დასაწოლს და აკეთებენ ვარჯიშებს, ღუღუნებენ, ერთმანეთში ლაპარაკობენ... დათოს მეგობრები ეუბნებოდნენ, შენ ნახავ, გოგო რას გიზამსო. მე ნელ-ნელა ვატყობ, რომ მართლა ითაფლება.