"აი, რატომ სჭირდება მამას ამდენი ვარჯიში", - წერს 58 წლის ბიზნესმენი, "მოცეკვავე მილიონერის" სახელით ცნობილი ჯანლუკა ვაკი და ქალიშვილთან, 5 წლის ბლუ იერუსალიმასთან ერთად ცეკვის კადრებს აქვეყნებს. ვიდეომ უკვე დააგროვა 5 მილიონზე მეტი ნახვა.
ჯანლუკა ვაკი, რომელიც ცნობილი იყო გართობის სიყვარულით, უამრავ ვიდეოს იღებდა იახტებსა თუ კლუბებში, თუ როგორ ცეკვავდა და ძალიან პოპულარული იყო სოციალურ ქსელში. მალევე შეარქვეს მოცეკვავე მილიონერი, რომელიც ერთ-ერთ სასურველ სასიძოდაც ითვლებოდა.


თუმცა პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ბიზნესმენი სერიოზულ ურთიერთობებზე არც ფიქრობდა. მერე კი ვაკი მოდელ შერონ ფრესკას შეხვდა, რომელიც მასზე 28 წლით უმცროსია. თუმცა ასაკობრივ სხვაობას წყვილისთვის ხელი არ შეუშლია.

ბიზესმენს შერონთან ქორწინებამდე შვილი არ ყოლია. შერონი მისთვის მესამე მეუღლეა.წყვილი ბოლონიაში მდებარე ვილაში ცხოვრობს. 38 ჰექტარ მიწაზე გაშენებული ფეშენებელური ვილა, სამი აუზითა და ყველასგან გამორჩეული ინფრასტრუქტურით, მართლაც ზღაპრულ ქვეყანას მოგაგონებთ.
როცა ჯანლუკამ გაიგო, რომ მამა გახდებოდა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა ბედმა მშობლებს განსაცდელი არგუნა და გოგონა სასის თანდაყოლილი ნაპრალით დაიბადა.
როდესაც ბავშვი 2 თვის იყო, დეფექტის აღმოსაფხვრელად პირველი ოპერაცია გაუკეთეს. ხოლო ნახევარ წელში კიდევ ერთი რთული ოპერაცია გადაიტანა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა გოგონა კარგადაა. "ეს ძალიან რთული დღეები იყო. უყურო უდანაშაულო არსების ტანჯვას - უცუდესი გამოცდილებაა. მაგრამ მან ყველაფერი შეძლო და ვამაყობ, რომ მისი მამა ვარ. არასდროს გავრეცხავ პერანგს, როდესაც ოპერაციის შემდეგ პირველად ხელში ავიყვანე და სისხლი მოეცხო. მინდა, ეს სიმამაცის გაკვეთილი იყო ჩემთვის და შერონისთვის, რაც ჩვენმა გოგონამ გვაჩუქა."- დაწერა ჯანლუკამ სოციალურ ქსელში მაშინ.



თავად ჯანლუკა ხშირად ამბობს, რომ ნამდვილი ბედნიერება იპოვა მას მერე, რაც მამა გახდა. სამაგალითო მამადაც მიიჩნევა და მთელ თავისუფალ დროს შვილთან ატარებს.
