თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-11 სკოლის მიმდებარედ, წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ქვეითად მოსიარულე, 35 წლისცისმარი მრელაშვილი.ავტომობილი მას მაშინ დაეჯახა, როცა გზის გადაჭრას ცდილობდა. როგორც ცნობილი ხდება, ამ ტრაგედიას გარდაცვლილის დედაც შეესწრო, სავარაუდოდ, ამ დროს ისინი სახლში ერთად ბრუნდებოდნენ.
ცხედარს ექსპეტრიზა ჩაუტარდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 276- ე მუხლით, დაკავებულია ერთი პირი.
"ორი მანქანა დაეჯახა ორ ქვეითს, აივანზე ვიყავი, როგორ და რანაირად ვერ გავიგე, ისე უცებ მოხდა ყველაფერი. მერე რაც იყო, ის საშინელება თვალებიდან არ ამომდის... დედა-შვილს ამ ტერიტორიაზე მანამდეც ვხედავდი, როგორც თქვეს, იქვე ახლოს ცხოვრობდნენ...", - წერს ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში. განაგრძეთ კითხვა