„აჟიოტაჟია ატეხილი და ადამიანები ყიდულობენ საკმარისზე მეტ კვერცხს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კუმისის“ დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირაა მოქალაქეები ქვეყანაში მოქმედ ქსელურ მარკეტებში დახლებზე კვერცხის ნაკლებობასთან დაკავშირებით საუბრობენ. როგორც მეფრინველეობის ასოციაციაში „ბიზნესპრესნიუსს“ უცხადებდნენ, კვერცხის რაოდენობის კლება იმპორტის შემცირებამ გამოიწვია. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომარაგების შეფერხების მიზეზი ფრინველებში გრიპის გავრცელება იყო, რამაც ადგილობრივი წარმოება შეამცირა. ფრინველის გრიპის გავრცელებას არ ადასტურებენ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, ფრინველში რაიმე სახის დაავადების გავრცელების შესახებ, დარგის წარმომადგენლებისგან არცერთი შეტყობინება არ მიუღიათ.
როგორც კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორმა გვითხრა, ამ კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება დაახლოებით, 10 დღეში დასტაბილურდება. განაგრძეთ კითხვა