„ბიბლუსში“ ნაძვის ხეებზე 50% ფასდაკლება დაგხვდებათ - საჩუქრად განათება და უფასო მიტანა - მშობლები

„ბიბლუსში“ ნაძვის ხეებზე 50% ფასდაკლება დაგხვდებათ - საჩუქრად განათება და უფასო მიტანა

2025-12-12 18:10:43+04:00

ნაძვის ხე ახალი წლის მთავარი ატრიბუტია - ის, რასაც მთელს სახლში საზეიმო, თბილი და სასიამოვნო განწყობის შექმნა შეუძლია. „ბიბლუსი“ კი უკვე მე-17 ახალი წელია, ამ დადებითი ემოციების შექმნაში გეხმარებათ.

წელსაც, თქვენს საყვარელ წიგნის მაღაზიებში დაგხვდებათ ჯადოსნური საახალწლო გარემო, ნაძვის ხეების, დეკორაციების, სათამაშოების, განათებებისა და საჩუქრების მრავალფეროვანი არჩევანი. უბრალოდ ჩაიფიქრეთ სურვილი და აღმოაჩინეთ 5000-მდე პროდუქტი საახალწლო კატეგორიიდან.

რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხის ნაძვის ხეებზე მხოლოდ 17 დეკემბრამდე ისარგებლებთ 50%-იანი ფასდაკლებით და დასაჩუქრდებით განათებით. შენაძენს კი ფილიალიდან სასურველ მისამართზე უფასოდ მიიღებთ.

„ბიბლუსში“ დაგხვდებათ კლასიკური, დათოვლილი, მინიმალისტური და ახლა უკვე მაღალტექნოლოგიური ნაძვის ხეები, რომლებიც საახალწლოდ თქვენს სახლში სიახლეს შემოიტანენ.

7 მაღალტექნოლოგიური, ნაძვის ხე განსხვავებული დიზაინით:

  • INTERCONTINENTAL – დასაკეცი ნაძვი

თუ დღესასწაულების შემდეგ ნაძვის ხის შენახვა ფართის სიმცირის გამო თქვენთვის პრობლემაა, Intercontinental-ის ეს მოდელი სწორედ თქვენთვისაა.

ნაძვის ხე არის ერთდროულად ლამაზი, გამძლე და მოსახერხებელი. მისი დაფიფქული წიწვები დამზადებულია PVC/PE-სგან, არ იშლება და გამოიყურება როგორ ბუნებრივი.

ძლიერი და მყარი კონსტრუქცია, ლითონის ღერო და საყრდენი უზრუნველყოფს სტაბილურ დგომას – ნაძვი არ ირხევა და იდეალურად ინარჩუნებს წონასწორობას. რაც მთავარია, ნაძვი დამზადებულია ევროკავშირის რეგულაციების დაცვით, არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, არ აქვს მძაფრი სუნი, უსაფრთხოა ბავშვებისთვისა და ცხოველებისთვის. მისი აწყობა კი უმარტივესია.

  • Isabella - დათოვლილი ნაძვი

Isabella-ს ეს ულამაზესი დათოვლილი ნაძვი ნამდვილად შეგიქმნით საახალწლო განწყობას. დამზადებულია 100% გამძლე PVC მასალისგან, აქვს რეალისტური დიზაინი, ხშირი წიწვები, არის მტკიცე, გამძლე და მარტივად ასაწყობი.

ეს ნაძვის ხე სასურველი შენაძენი იქნება მათთვის, ვისთვისაც ახალი წელი თოვლთან ასოცირდება.

  • MONICA - მწვანე დათოვლილი ნაძვის ხე

Monica-ს სადა, დათოვლილი ნაძვის ხე იდეალურია მათთვის, ვისაც კლასიკური და მინიმალისტური დიზაინი უყვარს. ნაძვი დამზადებულია ევროკავშირის რეგულაციების დაცვით, PE და PVC შერეული მასალებით, აქვს ბუნებრივი ფორმა, არის მსუბუქი და ელასტიკური, რაც მთავარია, გამძლე და მარტივად ასაწყობი.

  • Dakota - კლასიკური მწვანე ნაძვის ხე

კლასიკური მწვანე ნაძვის ხე ხშირი ტოტებითა და წიწვებით ბევრი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას მოგცემთ. ასეთ დიზაინს თითქმის ყველა ტიპის სათამაშოები უხდება. რაც მთავარია, ეს ნაძვი იდეალურია პატარა სივრცეებისთვის. არის საკმაოდ მკვრივი, სრული დაფარვით. წარმოებულია ბრენდის - RoyalChristmas-ის მიერ, რომელიც ხარისხითა და სანდოობით არის ცნობილი.

  • Frida - ნაძვის ხე განათებით

ნაძვის ხე თავისი განათებით საუკეთესო არჩევანია მინიმალიზმის მოყვარულთათვის. ასეთი ნაძვები დეკორაციების გარეშე მშვიდ და მყუდრო, ამავდროულად კი სადღესასწაულო გარემოს ქმნის.

თუ ნაძვი თქვენთვის სათამაშოების გარეშე წარმოუდგენელია, უკვე ჩამონტაჟებული განათება მის მორთვას გაგიმარტივებთ.

ნაძვის ხე წარმოებულია სილიკონისა და PVC მასალებისგან, რაც მას ცოცხალ და ბუნებრივ ვიზუალს ანიჭებს. უნდა აღინიშნოს, რომ მასალები არ არის აალებადი და სრულიად უსაფრთხოა.

  • CAMILLE - მწვანე ნაძვის ხე ხშირი წიწვებით

ეს ულამაზესი ნაძვის ხე იდეალურია სახლისთვისა და მცირე ზომის ოფისებისთვის. მისი ხშირი ტოტები და წიწვები მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრივ ხესთან. აქვს გამძლე, დრეკადი მეტალის ტოტები, კონსტრუქცია დამზადებულია უსაფრთხო მასალისგან, ევროკავშირის რეგულაციების სრული დაცვით.

რაც მთავარია, არ სცვივა ტოტები, არის მარტივად ასაწყობი, სამნაწილიანი კონსტრუქცია.

  • DOVER - პრემიუმ ხარისხის მწვანე ნაძვის ხე

ევროპული, კერძოდ ნიდერლანდებში დამზადებული პრემიუმ ხარისხის ნაძვის ხე, რომელიც ათეულობით წელი გაძლებს, თქვენი ერთ-ერთი საუკეთესო საახალწლო ინვესტიცია გახდება.

წიწვები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალებისგან, აქვს მყარი საყრდენი, გამძლე ცენტრალური ღერო, მარტივად და სწრაფად ასაწყობი კონსტრუქცია.

რაც მთავარია, ნებისმიერი ნაძვის ხის ფასდაკლებით შეძენისას დასაჩუქრდებით განათებით. აქვე შეგიძლიათ აარჩიოთ თანამედროვე, კლასიკური, მოდერნისტული თუ ვინტაჟური სათამაშოებიც.

მეტი საახალწლო პროდუქციის აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს ან ეწვიეთ „ბიბლუსის“ ფილიალებს მთელი საქართველოს მასშტაბით!

R