ნანუკ ჟორჟოლიანის შოუს წინა კვირის გადაცემა საკმაოდ რეზონანსული იყო. შუახევის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები ქალბატონი მარინა აბაშიძე ყვებოდა, როგორ მიატოვა შვილები მისმა 17 წლის რძალმა და როგორ ზრდის ტყუპს მარტოკა. ისაუბრა იმაზეც, რომ მის რძალს ბავშვები არ უნდოდა, აბორტსაც კი გეგმავდა და რომ გაჩენის შემდეგ არც მოუკითხავს ისინი.
ნანუკა ჟორჟოლიანს მეორე მხარე დაუკავშირდა. ბავშვების დედა ვრცლად ისაუბრებს ამბის საკუთარ ვერსიაზე. გადაცემის ანონსიდან კი ვიგებთ:
- იძახის, რომ კლავდაო... არასდროს მიცდია... ქალიშვილი რომ არ ვიყავი, ეგ იყო პრობლემა... ეგეთი წესი ჰქონიათ, მეორე დღეს რომ ავიდა, უნდა ენახა რაღაც ჩემს საწოლზე... მაგ დღეს წამიყვანეს, მუსულმანურად მოინათლეო... თუ დედა ბინას მიყიდდა, ყველაფერი მოგვარდებოდა და ეს აღარ იქნებოდა პრობლემა... აუცილებლად ვიბრძოლებ ბავშვებისთვის.