თხელი ბლინები მარიამ ჭანტურიძის რეცეპტით: "ყველას შეუყვარდება, ვინც კი გასინჯავს" - მშობლები

თხელი ბლინები მარიამ ჭანტურიძის რეცეპტით: "ყველას შეუყვარდება, ვინც კი გასინჯავს"

2025-12-12 23:33:53+04:00

კულინარი მარიამ ჭანტურიძე, რომელსაც სოციალურ ქსელებში საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს, თხელი ბლინების რეცეპტს გვიზიარებს ხაჭოს გულსართით.

ბლინის ცომი:
კვერცხი - 6 ც.
რძე - 500მლ.
კარაქი - 80გრ.
ფქვილი - 250 გრ.
შაქარი - 2 ჩ/კ.
მარილი მწიკვი.
ხაჭოს გულსართი:
ხაჭო - 400გრ.
შაქარი - 100გრ.
ქიშმიში - 80გრ.
კარაქი - 50გრ.
ვანილი - 5 გრ.
"კვერცხი, რძე, კარაქი, მარილი, შაქარი მოათავსეთ ბლენდერში. მხოლოდ ამ გულსართის შემთხვევაში დაამატეთ ცომს შაქარი. თუ ხორციანი გულსართით აკეთებთ, შაქარი აღარ დაამატოთ. ყველაფერი გათქვიფეთ და შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ფქვილი და ისევ ბლენდერში გათქვიფეთ. ცომს თავზე ექნება ბუშტები. ამიტომ ნახევარი საათით ცომი მაცივარში დავაყოვნოთ, რათა ეს ბუშტები გაუქრეს," - ამბობს მარიამ ჭანტურიძე.